ჯურუყვეთი
ჯურუყვეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჯურუყვეთი, ბაღლები, ეწერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 30 მ., ლანჩხუთიდან 4 კმ., ჯუმათის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში მოდის გოგირდოვანი წყალი.
სოფელი | |
---|---|
ჯურუყვეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯურუყვეთი |
კოორდინატები | 42°04′27″ ჩ. გ. 41°55′46″ ა. გ. / 42.07417° ჩ. გ. 41.92944° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 30 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 711[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელ ჯურუყვეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ნეოლითური ხანის ქვის იარაღები, კვირისთავები და საფხეკები, რომლებიც ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. გურიის სამთავროს პერიოდში ჩიბათთან ერთად შეადგენდა ერთ სამოურავოს. მისი მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები.[2] სოფელში იდგა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.[3] სოფელში განვითარებული იყო მეთუნეობა.[4] 1875 წელს სოფლის სკოლა ცუდ მდგომარეობაში იყო.[5]1904 წლის 12 ივნისს სოფელი დაიტბორა წყალდიდობის შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი.[6] 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2500 ადამიანი იყო გაწევრებული.[7] საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[8] | 910 | ||
1911[9] | 1317 | ||
2002 | 1011 | ||
2014 | 711 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- საფო მგელაძე (1894-1936) ― მწერალი, პოეტი
- როინ დობორჯგინიძე (1948-) — სპორტსმენი, მოჭიდავე
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 580.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ სოსელია ო., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 170.
- ↑ ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
- ↑ მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, გვ 369. — თბილისი, „მეცნიერება“ 1980 წ.
- ↑ დროების კორესპონდენცია // დროება : გაზეთი, 21 მარტი, 1875, № 34, გვ. 2.
- ↑ დ.ბ., წერილები // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 1904, № 2532, გვ. 4.
- ↑ Кавказский календарь на 1914 год
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год