ჩიბათი
ჩიბათი — თემი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ამჟამად მოიცავს სოფლებს: ზემო ჩიბათი, ქვემო ჩიბათი, ჭალა. ყოველ 23 მაისს იმართება სოფლის დღესასწაული „ჩიბათობა“. სოფლში იდგა წმინდა გიორგის ორი ეკლსია. მათგან ერთი ქვით იყო ნაგები და ქვის გალავანი ჰქონდა.
ისტორია
რედაქტირებაჩიბათში აღმოჩენილია ჩიბათის განძი. სავარაუდოა, რომ განძი ჩაფლულია VII საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ჰერაკლე კეისარი ეგრისის გავლით ირანში მიდიოდა სალაშქროდ. გურიის სამთავროს პერიოდში ჯურუყვეთთან ერთად შეადგენდა ერთ სამოურავოს. მისი მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები.[1]1772 წელს იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი.[2]
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩიბათის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სოფლები ჩიბათი, ლესა, ჭინათი, გომახური, ორაგვე. 1873 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. სოფელში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი პეტრე სურგულაძე. სოფელში მოქმედებდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც 1913 წელს ივანე გომართელმა შესწირა 340 მანეთი.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ზემო ჩიბათი | ქვემო ჩიბათი | ჭალა |
---|---|---|---|---|---|---|
1883[3] | 2168 | |||||
1893[4] | 3068 | |||||
1902[5] | 3410 | 1789 | 1621 | |||
1908[6] | 1119 | |||||
1911[7] | 1396 | |||||
2002 | 2083 | 406 | 1125 | 552 | ||
2014 | 1503 | 300 | 915 | 188 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- ვარლამ ჟურული – პოეტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩიბათის თემის დადგენილებები გურიის ერობის მოამბე N2 — გვ. 7-8 — 7 იანვარი 1920
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სოსელია ო., „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან“ // „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, ტ. XXX, თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1954. — გვ. 170.
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. I, თბ.: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1962. — გვ. 311-317.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год