ორაგვე
ორაგვე — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მაჩხვარეთის თემში (სოფლები: მაჩხვარეთი, ორაგვე, ჯუნმერე).
სოფელი | |
---|---|
ორაგვე | |
![]() სოფლის ცენტრის ხედი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მაჩხვარეთი |
კოორდინატები | 42°02′58″ ჩ. გ. 42°00′22″ ა. გ. / 42.04944° ჩ. გ. 42.00611° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სახელწოდება
რედაქტირებაორაგვე ზანური წარმოშობის ტოპონიმია და „სარაგვეს“ ნიშნავს და ფრინველისა და თაგვის დასაჭერი მცირე მახის აღმნიშვნელი სიტყვიდან – რაგვიდან – მომდინარეობს.[2]
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე ორაგვისღელის (ფიჩორის აუზი) ხეობაში, ზღვის დონიდან 200 მ., ლანჩხუთიდან 6 კმ. სოფელში არის გურიელის, თავისუფლებისა და მშვიდობის ქუჩები.[3] სოფელში მოდის ჩაი, ციტრუსი, ტუნგი, დაფნა.
გამოქვაბული
რედაქტირებასოფელში, ორაგვისღელის მარცხენა მხარეს, კრაკალას მთის ფერდობზე არის გამოქვაბული, რომელიც მოცულობით ყველაზე დიდია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მარჯვნივ არის სამგანყოფილებიანი გამოქვაბული, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ხვრელებით.
ისტორია
რედაქტირებასოფელში იდგა მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ტაძარი ძველად ქვით ყოფილა აგებული, მაგრამ სიძველის გამო დანგრეულა, შემდეგ კი ხის აუშენებიათ. მისი სამრევლო 15 კომლს აერთიანებდა.[4] ორაგვეში იდგა გრიგოლ გურიელის სახლი და ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკაში მუშაობდა 1887 წლის აპრილიდან 1888 წლის ნოემბრამდე ეგნატე ნინოშვილი და აქ დაიწყო მან დაწერა რომანისა „ჯანყი გურიაში“.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1908[5] | 212 |
1911[6] | 229 |
2002 | 84 |
2014 | 43[1] |
გალერეა
რედაქტირება-
ადმინისტრაციული შენობა
-
მეორე მსოფლიო ომის მემორიალი
-
ჩანჩქერი
-
სოფლის ერთ-ერთი ქუჩა
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 551.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ძნელაძე რ., „გურული დიალექტის ტოპონიმიკური ლექსიკა“, თბილისი: უნივერსალი, 2005. — გვ. 67, ISBN 99940-51-12-1.
- ↑ მაჩხვარეთში ქუჩებს სახელები დაერქვა, გაზეთი „გურიის მოამბე" 7.05.2012. N18 გვ.2
- ↑ თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 83 — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год