ფიჩორი

მდინარე საქართველოში, გურიის მხარეში
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფიჩორი (მრავალმნიშვნელოვანი).

ფიჩორიმდინარე დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მიედინება კოლხეთის აკუმულაციურ დაბლობზე. სიგრძე 57 კმ, მდინარის აუზის ფართობი 406 კმ². სათავე აქვს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 245 მ სიმაღლეზე. ერთვის პალიასტომის ტბას აღმოსავლეთ მხრიდან. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით, უმნიშვნელოდ — თოვლის და მიწისქვეშა წყლით. ახასიათებს წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი 8,2 მ³/წმ.

ფიჩორი
Paliastomis reliqturi tkeebi.jpg
ფიჩორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მარჯვენა შენაკადები სკურდა
მარცხენა შენაკადები დიდი ქვიანა
სათავე გურიის სერი
42°06′12″ ჩ. გ. 42°12′02″ ა. გ. / 42.103556° ჩ. გ. 42.200722° ა. გ. / 42.103556; 42.200722
სათავის სიმაღლე 245 მ
შესართავი პალიასტომის ტბა
42°08′09″ ჩ. გ. 41°45′10″ ა. გ. / 42.136056° ჩ. გ. 41.753028° ა. გ. / 42.136056; 41.753028
სიგრძე 57 კმ
აუზის ფართობი 406 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 8,2 მ³/წმ
ფიჩორი — საქართველო
ფიჩორი
ფიჩორი
ფიჩორი — გურიის მხარე
ფიჩორი
ფიჩორი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი

1934 წლამდე, რკინიგზის ხაზის ქვემოთ, მდინარე ფიჩორი გაედინებოდა სუსტად გამოხატულ კალაპოტში, რომელსაც ნაპირებიც კი არ გააჩნდა. ამიტომ, ყოველი წყალმოვარდნის პერიოდში იგი ტბორავდა მიმდებარე ტერიტორიის დიდ ფართობებს. 1934 წელს, კოლხეთის დაბლობის დაშრობისა და ათვისების პროგრამის ფარგლებში, „კოლხიდმშენის“ მიერ განხორციელდა მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნება და შემოზვინვა 22 კმ-ის მანძილზე. პალიასტომის ტბიდან 17 კმ-ის სიგრძეზე მდინარის კალაპოტი დატოვებულია ბუნებრივ პირობებში.

მდინარეს ერთვის რამდენიმე უმნიშვნელო შენაკადი, რომელთა შორის ყველაზე დიდია სკურდა. წელიწადის მცირე ნალექიან პერიოდში მდინარეში წყლის ნაკადი გაჩერებულია, წყალი იღებს მომწვანო ფერს ჭაობის დამახასიათებელი სუნით. მდინარის ნაკადის ქანობი 0,0001-0,0003 არ აღემატება. მდინარეში წყლის დონეების რყევა დამოკიდებულია მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობაზე. მისი წყალშემკრები აუზის ფართობი საპროექტო გაზსადენით გადასასვლელის კვეთში ტოლია 95 კმ²-ის.

ლიტერატურარედაქტირება