კოლხიდმშენი (რუს. Колхидстрой) — ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურული საბჭოთა პროექტი და საწარმოთა გაერთიანება (ტრესტი), რომელიც მიზნად ისახავდა კოლხეთის დაბლობის დაშრობას, მალარიის მოსპობას რეგიონში და დამშრალი ფართობების ათვისებას.

ფოთის მიმდებარე ფართობების დაშრობაზე ოციან წლებშიც გამოიყო გარკვეული სუბსიდიები, მაგრამ ტექნიკის და მუშა ძალის არარსებობის გამო, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში მალარიით მაღალი ავადობის გამო საქმე ძალიან ნელა მიიწევდა. ამიტომ, 1932 წელს დამტკიცდა მრავალწლიანი პროექტი, რომელსაც დაერქვა კოლხიდმშენი.

1932-1982 წლებში ჭაობებისგან განთავისუბლდა 80 000 ჰექტარზე მეტი ფარტობი, რომელზეც გაშენდა ფერმები, მანდარინის და სხვა ციტრუსის პლანტაციებიი, ჩაის კულტურა, საძოვრები და სხვა. შუა სამოციანებში საბოლოოდ დამარცხებულ იქნა მალარია რეგიონში.

1979 წელს ფოთის მაცხოვრებელთა ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აშენდა დიდების მემორიალი. მემორიალის ავტორები არიან მოქანდაკე, საქართველოს სახალხო არტისტი ელგუჯა ამაშუკელი და ცნობილი არქიტექტორი, პროფესორი ვახტანგ დავითაია, სამშენებლო სამუშაოები კოლხიდმშენის საწარმოთა გაერთიანებამ შეასრულა. მემორიალის შესასვლელში, ცენტრალური სკულპტურული ჯგუფის წინ, გამოსახულია გრანიტის ფილა, რომელზედაც ომის ყველა ცენტრალური ფილაა გამოსახული. არის სამი ელემენტისგან შემდგარი კომპოზიცია ზღვის ტალღების სახით, რომლის წინ არის ახალგაზრდა კაცის სკულპტურა ტოტი ხელში, რომელიც განასახიერებს მსოფლიოს კეთილი ძალების გამარჯვებას ომის ბოროტ ძალებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Жу́ков, Ю́рий (Геóргий) Алекса́ндрович, ЛЮДИ 30-х ГОДОВ, Москва: „Советская Россия“, 1965. — გვ. 66-79.