ვახტანგ ვლადიმერის ძე დავითაია (დ. 22 დეკემბერი 1934, სოფ. ძველი სენაკი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე 1995–2000 წლებში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1990), შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი (1995). თბილისის საპატიო მოქალაქე (2022).[1]

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1958). მუშაობდა არქიტექტორად „საქქალაქმშენსახპროექტში“ (1958–1962), 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ტექიკურ უნივერსიტეტში (1992 წლიდან — პროფესორი), 1992 წლიდან იყო არქიტექტურული გეგმარების კათედრის (2005 წლიდან მიმართულების) ხელმძღვანელი, 1970–1991 წლებში — არქიტექტურის ინსტიტუტის საპროექტო ბიუროს სტუდიის ხელმძღვანელი.

დავითაიას ძირითადი ნამუშევრებია:

დავითაიას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ეროვნული თავისებურებების ძიება და ხაზგასმა, თანამედროვე ორიგინალური კომპოზიციისა და ფორმის გამოყენება, არქიტექტურული ხერხებით მემორიალის აზრობრივი არსის მხატვრული განზოგადება. ავტორია თანამედროვე არქიტექტურის საკითხებზე დაწერილი შრომებისა. არის სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურული ინსტიტუტებისა და აკადემიების წევრი, ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ამერიკული დღიური (ავტორი). — თბილისი, საარი, 2004. — 160გვ.. — ISBN 99940-29-08-8
  • არქიტექტურა, ოცნება და სინამდვილე (ავტორი). — თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2000. — 419გვ.. — ISBN: 99928-52-34-8

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კინწურაშვილი ს., მაისურაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 270–271.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)