ჭინათი

სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ჭინათისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ლესის თემში (სოფლები: ლესა, ჭინათი). მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთით, მდინარეებს ლესისწყალსა (ფიჩორის შენაკადი) და ორაგვისღელეს შუა, ზღვის დონიდან 80 მ, ლანჩხუთიდან 10 კმ., ლესადან 3 კმ. სოფელში იდგა წმინდა კვირიკეს ხის ეკლესია. სოფელში დგას ეკლესია. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.

სოფელი
ჭინათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თემი ლესა
კოორდინატები 42°03′20″ ჩ. გ. 41°59′02″ ა. გ. / 42.05556° ჩ. გ. 41.98389° ა. გ. / 42.05556; 41.98389
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 285[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭინათი — საქართველო
ჭინათი
ჭინათი — გურიის მხარე
ჭინათი

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 701
1911[3]   794
2002   528
2014   285

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. Кавказский календарь на 1910 год
  3. Кавказский календарь на 1912 год