მეციტრუსეობამემცენარეობის დარგი, რომლის მიზანია ციტრუსოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის ინტენსიური განვითარება მაღალხარისხოვანი ნაყოფისა და მისი გადამუშავებული პროდუქტების მისაღებას. ციტრუსოვანთა სამშობლოა ჩინეთი, ინდოეთი და ინდოჩინეთი. საქართველოში მეციტრუსეობას XVI საუკუნიდან მისდევენ, მაგრამ მან სამრეწველო ხასიათი მოგვიანებით მიიღო. ძირითადი მწარმოებელია დასავლეთ საქართველო.

საქართველოში მეციტრუსეობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ფ. მამფორიამ, ტ. კვარაცხელიამ, შ. გიგიბერიამ და სხვა ქართველმა სელექციონერებმა. მათ შეარჩიეს და გამოიყვანეს ციტრუსოვანი კულტურების ბევრი ახალი ჯიში, რომელიც წარმოებაში ფართოდაა დანერგილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლეკვეიშვილი ი., ციტრუსოვანთა წარმოების მეცნიერული საფუძვლები, ნაწ. 1-2, თბ., 1978-1979;
  • ლეკვეიშვილი ი., ბერაია ი., სუბტროპიკული კულტურები, თბ., 1965;