ლესა
ლესა — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლესა, ჭინათი).
სოფელი | |
---|---|
ლესა | |
| |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლესა |
კოორდინატები | 42°04′53″ ჩ. გ. 41°57′34″ ა. გ. / 42.08139° ჩ. გ. 41.95944° ა. გ. |
პირველი ხსენება | გვიანდელი შუა საუკუნეები |
ცენტრის სიმაღლე | 30 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1152[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია რედაქტირება
ლესა მდებარეობს გურიის დაბლობზე, მდინარე ლესისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 30 მ., ლანჩხუთიდან 8 კმ. სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12 და ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზა. სოფელში არის რკინიგზის ბაქანი სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე. სოფელში არის საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა.[2]
ისტორია რედაქტირება
ლესა წყაროებში იხსენიება გვიანდელი შუა საუკუნეებიდან. წარმოადგენდა გურიელების საუფლისწულო სოფელს. ლესაში ცხოვრობდა გურიის მთავრის, ვახტანგ III გურიელის შვილის, დავით გურიელის ოჯახი. ლესაში დაიბადა და გაიზარდა გურიელების საგვარეულოს შთამომავალი, პოეტი მამია გურიელი. სოფელში შემორჩენილია გურიელთა ძველი შენობების თაღები. სოფელში იდგა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1914 წელს გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა.
მოსახლეობა რედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1908[3] | 1050 |
1911[4] | 1068 |
2002 | 1416 |
2014 | 1152 [1] |
ეკონომიკა რედაქტირება
ცნობილი ადამიანები რედაქტირება
- მამია გურიელი — პოეტი
- კიტა აბაშიძე — პუბლიცისტი და პოლიტიკოსი
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 199.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ სკოლების მონაცემთა ბაზა
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год