ჯუმათი
ჯუმათი — სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჯუმათი, ბოგილი, იანეთი, ძირიჯუმათი). სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
სოფელი | |
---|---|
ჯუმათი | |
ჯუმათის ხედი ჭანიეთურის მონასტრიდან | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჯუმათი |
კოორდინატები | 42°00′36″ ჩ. გ. 41°57′50″ ა. გ. / 42.01000° ჩ. გ. 41.96389° ა. გ. |
ფართობი | 4,2 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 120 მ |
მოსახლეობა | 345[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 82,1 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 120 მ, ოზურგეთიდან 14 კმ. სოფლის უბნებია მიხაისფონი, ხარხამეთა, კიბულას ღელე და ლაშე.
ისტორია
რედაქტირებაჯუმათი მოდის ზანური ენიდან და ნიშნავს საძმოს (ჯუმა - ძმობილი). სოფელში აღმოჩენილია ზედა პალეოლითის ხანის გამოქვაბული, ნაპოვნია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები.[2] სოფელში განვითარებული იყო მეთუნეობა.[3]
ჯუმათიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი კოლხური მონეტების განძი, რომელთაგან ერთი მონეტა მოხვდა ერმიტაჟში, ერთი კი საქართველოს ეთნოგრაფიულ საზოგადოებაში. მონეტებზე გამოსახული იყო ბერძნული ასოები. მონეტების დაბალი სინჯი და მათზე ამოკვეთილი ასოები მიუთითებენ მათ გვიანდელ ემისიაზე – ძვ. წ. IV ს-ის დასასრულზე მაინც. ჯუმათის მიდამოებში ასევე გამოვლენილია ელინისტური ხანის ნამოსახლარისა და სამაროვნის ნაშთები; შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები და სამაროვანი, რომლებიც 1991-1994 წლების ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ. სადრაძე) გამოავლინა.
1860-იან წლებიდან სექტემბერში იმართებოდა 5 დღიანი ბაზრობა.[4] 1881 წელს სოფელში გაიხსნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომლის დირექტორი იყო მელენტი ჩხარტიშვილი.[5] 1892 წელს დადგა საკითხი სოფელში სკოლისთვის შენობის აშენებისა. 1899 წელს ჯუმათის სასოფლო საზოგადოება ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციისგან ითხოვდა ერთ მასწავლებელს, დარაჯისა და გათბობის ფულს. სასოფლო საზოგადოებამ ასევე გამოჰყო ადგილი სკოლის მშენებლობისთვის, მათ ოზურგეთის მაზრის უფროს ლაზარენკოს სთხოვეს სკოლის გადაკეთება ორკლასიანად. სოფლის სკოლის გაუმჯობესებისთვის მოღვაწეობდნენ სოფლის მოსამართლე ბ, ჩხარტიშვილი, ე. გოგუა, მღვდლები სამსონ დარჩია, ივანე და იოსებ კანდელაკები, მასწავლებელი გაბუნია.[6] 1912 წელს გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა.
საბჭოთა პერიოდში სოფელში მოჰყავდათ ჩაი (240 ჰა), ტუნგი (60 ჰა) და ციტრუსები (25 ჰა). ჯუმათის სტალინის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში სიმდიდრით მესამე იყო ნატანებისა და შრომის შემდეგ.[7] 1957 წელს ჯუმათში მოეწყო სოფლის ცენტრი გორაკის წვერზე, ყველა მხრიდან დასანახ ადგილზე, იქვე აშენდა ადმინისტრაციული სახლი, სკოლა და კლუბი. ცენტრის გაშენების დროს დაანგრიეს გურიელთა სასახლის ნაშთები და ბაილეთის ეკლესია.
მოსახლეობა
რედაქტირება1870-იან წლებში სოფლის მოსახლეობა 278 კომლი იყო. 1937 წელს სოფელში ცხოვრობდა 349 ოჯახი, 552 ადამიანი, აქედან 299 კაცი და 253 ქალი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1874[8] | 1946 | ||
1883[9] | 1573 | ||
1893[10] | 2216 | ||
1902[11] | 2440 | 1263 | 1177 |
1908[12] | 387 | ||
1911[13] | 1271 | ||
1937 | 552 | 299 | 253 |
2002 | 311 | ||
2014 | 345 | 181 | 164 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებაჯუმათში დაიბადნენ:
- სისონა დარჩია (1860-1891) — ფირალი
- კალისტატე გოგუა — პოლიტიკოსი
- შალვა ჩხარტიშვილი (1910-1978) — ფსიქოლოგი
- შალვა ჩხარტიშვილი (1914-1980) — ჰისტოლოგი
- სანდრო ჩხარტიშვილი (1917-1985) — ისტორიკოსი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 739, თბ., 2013 წელი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 579.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ „მეტი ყურადღება გურიის მატერიალური კულტურის ძეგლებს“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 10-11 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1967 წელი. — გვ. 62
- ↑ მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, გვ 369. — თბილისი, „მეცნიერება“ 1980 წ.
- ↑ Кавказский календарь на 1867 год გვ.310
- ↑ ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
- ↑ ჩხარტიშვილი ც. „პირველი სასულიერო სამრევლო სასწავლებელი გურიაში“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1 (12), გვ. 512 —თბილისი, „უნივერსალი“, 2013, ISSN 1512-3154
- ↑ რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3, 1955 წ
- ↑ ბაქრაძე, დ . [1878] (1987). არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში. ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, გვ. 216.
- ↑ Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
- ↑ Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 151.