ერმიტაჟი
მოღვაწეთა უკან დახევა, სადაც ისინი სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობენ
ერმიტაჟი (ფრანგ. ermitage — განდეგილის საცხოვრებელი, განმარტოებული კუთხე; ermite — განდეგილი) — ზოგი ქალაქგარეთა ვილის, საპარკო პავილიონისა და ა. შ, სახელწოდება (მაგ., ერმიტაჟი ქ. პუშკინოს ეკატერინეს პარკში, 1743-1754, არქიტექტორები ა. კვასოვი, ს. ჩევაკინსკი, ვ. რასტრელი და სხვა). XVIII საუკუნის შუა წლებში ერმიტაჟი ეწოდა პეტერბურგის ზამთრის სასახლის ზოგიერთ დარბაზს, სადაც გამოფენილი იყო სამხატვრო კოლექციები, რომელთა ნახვა მხოლოდ რჩეულთათვის იყო ნებადართული. მოგვიანებით ერმიტაჟი ეწოდა ზამთრის სასახლის გვერდით გაშენებულ მუზეუმის შენობას და ამჟამად არსებულ მუზეუმსაც.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 197.