ბოგილი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ბოგილისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჯუმათის თემში (სოფლები: ბოგილი, იანეთი, ძირიჯუმათი, ჯუმათი). მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 50 მ., ოზურგეთიდან 10 კმ. ჯუმათიდან 1 კმ. სოფელში გადის ლანჩხუთი-ოზურგეთის საავტომობილო გზა.

სოფელი
ბოგილი

მდინარე ბოგილა სოფელ ბოგილში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჯუმათი
კოორდინატები 42°00′04″ ჩ. გ. 41°57′23″ ა. გ. / 42.00111° ჩ. გ. 41.95639° ა. გ. / 42.00111; 41.95639
ფართობი 3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 50
მოსახლეობა 236[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 78,7 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბოგილი — საქართველო
ბოგილი
ბოგილი — გურიის მხარე
ბოგილი

ისტორიულად ბოგილი ჯუმათელების საზამთრო სამყოფელი იყო.[2] ბოგილში იდგა წმ. ნიკოლოზის სახელობის ხის ეკლესია, რომელშიც სწირავდა გაბრიელ ქიქოძე. მას შემდეგ, რაც გაბრიელი სოფელ ნაგომარში გადავიდა, ბოგილის ეკლესია მივიწყებულ იქნა. 1894 წლისთვის ის თითქმის დანგრეული იყო. 1894 წელს ბოგილის ეკლესიის მღვდლად დაინიშნა იოსებ დარჩია, რომელმაც აზნაურ კანდელაკების დახმარებით განაახლა ეკლესია.[3] საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002   479
2014   236 117 119

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ 225 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  3. „კვალი“ N25 1897 წ.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-02. ციტირების თარიღი: 2019-03-17.