ნატანები (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ნატანები — თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოიცავს სოფლებს: ზემო ნატანები, ქვემო ნატანები (თემის ცენტრი) და შეკვეთილი. ნატანებში დაიბადა ქართველი საბჭოთა ფილოსოფოსი ილია თავაძე.
თემი | |
---|---|
ნატანები | |
![]() ნატანების სკოლა | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნატანები |
ფართობი | 46,7 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 2-20 მ |
მოსახლეობა | 4448 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 95 კაცი/კმ² |
ისტორია
რედაქტირებადღევანდელი ნატანების ტერიტორია შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. ამ ტერიტორიას ფლობდნენ თავადი ნაკაშიძეები, ასევე აზნაური ქარცივაძეები და წითლიძეები. 1883 წელს თბილისი-ბათუმის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აშენდა რკინიგზის სადგური ნატანები. რკინიგზის სადგურთან მოქმედებდა ხე-ტყის საწყობი და ტელეგრაფი, იყო ეტლითად და დილიჟანსებით მიმოსვლა ოზურგეთიდან სადგურ ნატანებამდე.
ნატანები საბჭოთა პერიოდში ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლმეურნეობა იყო. 1951 წელს ნატანების სასოფლო საბჭოს ცენტრი მოეწყო ყოფილ სოფელ შავაში. 1953 წელს აშენდა ნატანების კოლმეურნეობის კანტორის შენობა, 50-იანების მეორე ნახევარში კი კულტურის სახლის შენობა. სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ტუნგის საშრობი ფარდული, დაწყებითი, რვაწლიანი და საშუალო სკოლები, ბიბლიოთეკა. ნატანების ლენინის სახელობის კოლმეურნეობა ფლობდა 382 ჰა ჩაის და 380 ჰა სიმინდის ფართობს, მისი წლიური ფულადი შემოსავალი 1954 წლისთვის 10 მილიონ მანეთზე მეტს შეადგენდა.[1] ნატანები დამეგობრებული იყო უკრაინის სსრ-ს ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის შევჩენკოს კოლმეურნეობასთან და სომხეთის სსრ-ს სოფელ ნალბანდიანთან. 1954 წელს ნატანების მერვე ბრიგადაში ერთ ჰექტარზე გაშენდა „მეგობრობის ბაღი“ და დაიდგა მეგობრობის ობელისკი.[2]1977 წელს ნატანების კოლმეურნეობა ფლობდა 335 ჰა ჩაისა და 115 ჰა ციტრუსის პლანტაციებს. 1980 წელს სოფელში აშენდა გამწმენდი კოლექტორი, რომელიც მახარაძის და ქობულეთის რაიონის დასახლებულ პუნქტებს ემსახურებოდა.
უბნები
რედაქტირებაზემო ნატანების უბნებია დონაური, სამღვთო და ჯაფარაულა. ქვემო ნატანები უბნებია შავა, საკუპრე, ახალშენი, ნაფოცხვარა. ზემო და ქვემო ნატანების საერთო უბანია ლეკურა, რომლის სახელწოდება დაკავშირებულია მცენარე ლაქაშთან. შეკვეთილის უბანია კაპროვანი, რომლის სახელწოდება დაკავშირებულია მცენარე ჯონჯოლთან.[3]
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი | ქვემო ნატანები | ზემო ნატანები | შეკვეთილი |
---|---|---|---|---|---|---|
1971 | 6193 | |||||
1977 | 5958 | |||||
2002 | 5653 | 3750 | 1837 | 66 | ||
2014[4] | 4448 | 2177 | 2271 | 3099 | 1174 | 175 |
გალერეა
რედაქტირება-
ქვემო ნატანები, ადმინისტრაციული შენობა
-
ზემო ნატანები, მეგობრობის ობელისკი
-
კაპროვანი, აგარაკები
-
დუქნები სადგურ ნატანებში, ანტონ გოგიაშვილის ნახატი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 327.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ პ. სალუქვაძე, ნ. ქინქლაძე, გაზეთი „ლენინის დროშა“, N1 გვ. 3 — 1955 წ.
- ↑ მ. კილაძე, ნ. ქინქლაძე, „სამი ხალხის ძმობის სოფელი — მეგობრობის ბაღი“, გაზეთი „ლენინის დროშა“, N105 გვ. 2 — 1958 წ.
- ↑ ძნელაძე რ., „გურული დიალექტის ტოპონიმიკური ლექსიკა“, თბილისი: უნივერსალი, 2005. — გვ. 29, 32, ISBN 99940-51-12-1.
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.