ნატანები
ნატანები, მოგროსი — მდინარე გურიის მხარეში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2548 მ-ზე მწვერვალ საყორნიასთან, სოფელ შეკვეთილთან ერთვის შავ ზღვას, სიგრძე 60 კმ, აუზის ფართობი 657 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ივლის-აგვისტოში, წყალმოვარდნა — მთელი წლის განმავლობაში. საშუალო წლიური ხარჯი 33,5 მ³/წმ. იყენებენ წისქვილებისთვის და სარწყავად. მნიშვნელოვანი შენაკადებია ბჟუჟი და ჩოლოქი. ნატანები ზემო წელში მთის მდინარის თვისებებს იჩენს, ხოლო ქვემო დინებაში დაბლობის ტიპური მდინარეა.
ნატანები | |
---|---|
ნატანები სოფელ ცხემლისხიდთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქები | ოზურგეთი |
სათავე |
საყორნია |
შესართავი | შავი ზღვა |
შესართავის მდებარეობა | შეკვეთილი |
სიგრძე | 60 კმ |
აუზის ფართობი | 657 კმ² |
![]() |
სახელწოდებარედაქტირება
ბერძენი გეოგრაფი არიანე ნატანებს მოიხსენიებს ისისის სახელწოდებით. ნატანები მას ეწოდა იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობას მდინარეზე დაცურებით გადაჰწონდა ხე-ტყე. ხე-ტყის ნატანი, ანუ ნატანები, მდინარის სახელწოდებად ჩამოყალიბდა.
ისტორიარედაქტირება
1817 წელს რუსეთის არმიის შტაბსკაპიტნის, ენსგოლმის მიერ შედგენილი დასავლეთ საქართველოს აღწერილობის თანახმად ნატანებზე საზღვაო ნავები ვაშნარამდე, ზღვიდან 16 კმ დაშორებით ადიოდნენ.[1] 2012 წელს მდინარის შესართავთან ზღვაში, 100 მეტრ სიღრმეზე მეთევზეებმა აღმოაჩინეს ხომალდი, რომელიც სავარაუდოდ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნისთ თარიღდება[2]
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 327.