საყორნია

მთა საქართველოში, გურიის მხარეში

საყორნიამთა საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე, მდინარეების ბახვისწყლისა და ნატანების ზემო დინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2752 მ. აგებულია შუაეოცენური უხეშმარცვლოვანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. მთის წვერი ბრტყელია. ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთა მკვეთრად დანაწევრებული და ქარაფოვანია. შეიმჩნევა მეოთხეული გამყინვარების კვალი. შემოსილია სუბალპური და ალპური მცენარეულობით.[1]

საყორნია
მთის ხედი კურორტ ბახმაროდან
მთის ხედი კურორტ ბახმაროდან
კოორდინატები: 41°49′38″ ჩ. გ. 42°16′57″ ა. გ. / 41.82722° ჩ. გ. 42.28250° ა. გ. / 41.82722; 42.28250
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2752 
ქედი მესხეთის ქედი
ამგებელი ქანები ტუფ-ბრექჩია და ტუფი
უმარტივესი მარშრუტი ბახმაროდან
საყორნია — საქართველო
საყორნია
საყორნია — გურიის მხარე
საყორნია
სურათები ვიკისაწყობში
  1. ნემანიშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 204.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: