ბახვისწყალი
ბახვისწყალი — მდინარე გურიაში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სუფსის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 156 კმ2. იერთებს 90-ზე მეტ პატარა შენაკადს, რომელთა საერთო სიგრძეა 127 კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის (უდიდესი დონე და ხარჯი მაისში), წყალმცირობა - ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში (უმცირესი დონე და ხარჯი აგვისტოში). საშუალო წლიური ხარჯი 6,18 მ3/წმ.
ბახვისწყალი | |
---|---|
![]() ბახვისწყალი კუროტ ბახმაროს ტერიტორიაზე | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | მესხეთის ქედი |
სიგრძე | 42 კმ კმ |
აუზის ფართობი | 156 კვ2 კმ² |
![]() |
სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს. ბახვისწყლის ნაპირებზე არის კურორტი ბახმარო და სოფლები უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი. სოფ. ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. ბახვისწყლისხეობაში დგას გურიაში უძველესი ასკანის ციხე. მდინარე ბახვისწყალზე აშენებულია ჰიდროელექტროსადგური ბახვი-3. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 9,8 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 38 მლნ.კვტსთ.
ლიტერატურარედაქტირება
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 381.