ზედა ბახვი
ზედა ბახვი (შუა ბახვი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვის თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ბახვი, ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარცხნივ, ზღვის დონიდან 150 მ. ოზურგეთიდან 10 კმ. სოფლის ცენტრში დგას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, მოქმედებს ბიბლიოთეკა, საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
ზედა ბახვი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბახვი |
კოორდინატები | 41°56′44″ ჩ. გ. 42°06′31″ ა. გ. / 41.94556° ჩ. გ. 42.10861° ა. გ. |
ადრეული სახელები | ბახვი, შუა ბახვი |
ფართობი | 3 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 150 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 839[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 279,7 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,1 % სომხები 1,3 % რუსები 0,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირება1867 წელს გაბრიელ ქიქოძის თაოსნობით ააშენეს ღვთისმშობლის სახელობის დიდი გუმბათოვანი ეკლესია. ეკლესიის მშენებლობა მას 8000 მანეთი დაუჯდა. ეკლესიის დღესასწაული იმართებოდა 8 სექტემბერს. ამ დღეს ბახვში იკრიბებოდა მრავალი მომლოცველი მეზობელი სოფლებიდან.[2]1874 წელს სოფელში აგრეთვე ეპისკოპოს გაბრიელის შემწეობით გაიხსნა სკოლა, რომელსაც 1875 წელს უკვე დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი.[3]
1934 წელს აშენდა სკოლის ახალი შენობა. 1937 წელს აშენდა მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე იყო 67 კვტ/სთ. 1945 წელს რეკონსტრუქციის შედეგად მისი სიმძლავრე 100 კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ჰესი ზედა ბახვის გარდა ელექტროენერგიით ამარაგებდა ქევდა ბახვს, ასკანას, მშვიდობაურს, ფამფალეთს.[4] 1981 წელს ნაეკლესიარ ადგილზე გაიხსნა ბახვის მანიფესტის მემორიალი. მემორიალი წარმოადგენდა გურული გლეხის კარ-მიდამოს, რომელშიც გურიის რევოლუციური მოძრაობის ისტორიის მუზეუმი მოეწყო.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[5] | 1947 | ||
1911[6] | 1514 | ||
2002 | 1197 | ||
2014 | 839 | 419 | 420 |
ისტორიული ძეგლები
რედაქტირებასკოლის გვერდით მდებარეობს ნაეკლესიარი. აღმოსავლეთით მას ღელე ჩამოუდის ნაეკლესიარის ადგილას ეკლესიის ქვებით სამ საფეხურიანი ბაქანია მოწყობილი და მასზე ჯვარია აღმართული. ეზოში თლილი კვადრები ფიქსირდება. ზოგი ღიობის წირთხლის ქვაა. ასევე ფიქსირდება ორმაგი ლილვით შემკული სავარაუდოდ თაღიანი კარის საპირე ქვა.[7]
ეკლესია ნაშენი იყო თლილი ქვით, ჰქონდა ოთხქიმიანი ჯვრის ფორმა და გუმბათი. როგორც კორპუსის ისე გუმბათის კარ-ფანჯრების საპირეები მოჩარჩოებული იყო საგულდაგულოდ მოპირკეთებული სვეტებით. ეკლესიას შიგნით ჰქონდა პატრონიკე დასავლეთის კედლის ზემოთ და ფართო ფანჯრები. სამხრეთ შესასვლელის ზემოთ ჰქონდა სამშენებლო წარწერა „შეწევნითა ღუთისათა შესრულდა ტაძარი და ესე ჩყზ-სა წელსა აღშენებელი საფასითა გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსისა და სოფლის ბახვის შემწეობითა, ხოლო ხელოვნებითა ლევან და მოსე ბერეკაშვილებისა". სამრეკლო აშენებული იყო სახურაზვე, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავები კორპუსთან შედარებით ვიწრო იყო. ტაძარში ინახებოდა პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მანამდე პალიასტომის ტბის სიახლოვეს მდგარ გაპარტახებულ ეკლესიას ეკუთვნოდა.[8]
სოფლის სასაფლაოსთან ჩრდილო-დასასავლეთით მდებარეობს ერთმალიანი თაღოვანი ხიდი. ნაშენია ქვის კვადრებით. წყობა თარაზულია. თაღი ქვის კრონშტეინს ეყრდნობა. თაღის ასევე ქვის კვადრებით არის ამოყვანილი. ხიდის თავზე დაშენებულია ახალი ხიდი. მათ შორის დაშორება დაახლოებით ერთი მეტრია.[9]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 494.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ გაზეთი „ივერია“ N219 1894 წ.
- ↑ ჟურნალი „დროება“ N34 — 1875 წ.
- ↑ მურვანიძე მ., „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16179
- ↑ ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987. — გვ. 170.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16178