მთავარი მენიუს გახსნა

ჩხავერი — ქართული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით. გავრცელებულია გურიაში, ასევე მცირედ ქედისსა და ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.

სექციების სია

ბოტანიკური აღწერარედაქტირება

ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმის, ხშირად ფრთიანიც, მეჩხერი ან საშუალო სიმკვრივის. მტევნის საშუალო წონა 95-125 გრამია, დიდი მტევნის წონა კი 252 გრამი. მარცვალი საშუალო, მუქი-წითელი, თხელი კანი, ხორციანი რბილობი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 218 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3880c პირობებში.

შაქრიანობა - 20-21%, წვენის გამოსავლიანობა - 77,4%, საერთო მჟავიანობა - 8,1-9,6%. ამავე ჯიშის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩინურის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.

ჩხავერი საგვიანო პერიოდისაა. მოსავლის აღება ხდება ნოემბრის მესამე დეკადაში. იშვიათად დეკემბერშიც კი კრეფდნენ. საშუალო მოსავლიანია, ახასიათებს მერყევი მოსავლიანობა, განსაკუთრებით, მაღლარებზე. საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 55-დან 80 ცენტნერამდეა. აღმოსავლეთ საქართველოში ჩხავერი ერთი თვით ადრე მწიფდება და უფრო მეტი შაქრიანობით ხასიათდება. ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, დაკრეფილი კი ადრე გაზაფხულამდე ინახება დაუჭკნობლად.

ჯიში ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი, განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქით და ნაცრით. ასევე, ფილოქსერის მიმართ სუსტად გამძლეა. მასზე საკმაოდ მოქმედებს ეკოლოგიური პირობებიც.

XIX საუკუნემდე მასიურად იყო გავრცელებული მაღლარების სახით თითქმის მთელ გურიაში, აგრეთვე, აჭარაში, იმერეთში, მოგვიანებით, აფხაზეთშიც. გურიის აბორიგენულ ვაზის ჯიშებს შორის ჩხავერი განსაკუთრებით გამორჩეულია, როგორც მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიში. ღვინო ძირითადად ღია ვარდისფერია, ნაზი, ჰარმონიული, ზომიერად ალკოჰოლიანი. ჩხავერისგან, გარდა სუფრის მშრალი ღვინისა, შეიძლება დაყენდეს ნახევრდატკბილი სუფრის ღვინო. ჩხავერის ნახევრადტკბილ ღვინო საქართველოში 1934 წლიდან იწარმოებოდა. მას სხვადასხვა კონკურსებზე და ფესტივალებზე მიღებული აქვს 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. ჩხავერს ასევე იყენებენ ცქრიალა ღვინოს დასაყენებლადაც. 1929 წელს შეიქმნა სპეციალიზებული სპეციალიზირებული საბჭოთა მეურნეობა ბახვში და საჭამიასერში.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება