მშვიდობაური
მშვიდობაური — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვის თემში (სოფლები: ზედა ბახვი, ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 240 მ., ოზურგეთიდან 18 კმ., ზედა ბახვიდან 5 კმ. სოფელში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი ალექსანდრე ლომთათიძე. სოფელში არის საჯარო სკოლა[2]
სოფელი | |
---|---|
მშვიდობაური | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბახვი |
კოორდინატები | 41°58′02″ ჩ. გ. 42°06′51″ ა. გ. / 41.96722° ჩ. გ. 42.11417° ა. გ. |
ადრეული სახელები | ოქროსქედი |
ფართობი | 3 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 240 მ |
მოსახლეობა | 251[1] კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 83,7 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფლის ძველი სახელწოდებაა ოქროსქედი. მისი ტერიტორია მოიცავდა ამჟამინდელ სოფელ მშვიდობაურს, ასევე, მთისპირის თემის სოფელ ოქროსქედსა და ბახვის თემის სოფელ ოქროსქედს.
1930 წელს მშვიდობაურში ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა, რომელსაც ჰქონდა 17 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. 1937 წელს მშვიდობაურში იყო 137 ჰა ჩაის, 15 ჰა ტუნგის პლანტაცია და 6 ჰა ხეხილის ბაღი. მშვიდობაურის ცენტრში რამდენიმე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა აშენდა, მათ შორის კულტურის სახლი, ექვსსართულიანი პანსიონატი, რესტორანი მდინარე ბახვისწყალზე, მოეწყო სკვერი, ხელოვნური ტბები. დღეს თითქმის ყველა შენობა სოფლის ცენტრში დანგრეულია.[3] 1987 წელს სოფელში დასახლდა სვანეთიდან სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტების 50 ოჯახი.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 377 | ||
2014 | 251 | 121 | 130 |
გალერეა
რედაქტირება-
მზის ჩასვლა მშვიდობაურში
-
მდინარე გულეფა, რომელიც სოფლის ტერიტორიაზე უერთდება მდინარე ბახვისწყალს
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 244.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-22. ციტირების თარიღი: 2018-12-26.
- ↑ რეპორტაჟი მშვიდობაურიდან