ოქროსქედი (მთისპირის თემი)

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქროსქედი (მრავალმნიშვნელოვანი).

ოქროსქედისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მთისპირის თემში (სოფლები: ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, უკანავა). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მ. ოზურგეთიდან 14 კმ., მთისპირიდან 3 კმ., ასკანიდან 3 კმ.

სოფელი
ოქროსქედი

ეკლესია "მარიამას გორზე"
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მთისპირი
კოორდინატები 41°56′40″ ჩ. გ. 42°08′16″ ა. გ. / 41.94444° ჩ. გ. 42.13778° ა. გ. / 41.94444; 42.13778
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 209[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოქროსქედი (მთისპირის თემი) — საქართველო
ოქროსქედი (მთისპირის თემი)
ოქროსქედი (მთისპირის თემი) — გურიის მხარე
ოქროსქედი (მთისპირის თემი)

ადრე ოქროსქედი დიდ სოფელს წარმოადგენდა. მისი ტერიტორია მოიცავდა საკუთრივ სოფელ ოქროსქედს, ბახვის თემის სოფელ ოქროსქედსა და სოფელ მშვიდობაურს, რომლის ისტორიული სახელიც ასევე ოქროსქედია. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.

სოფლის ნაპირას, გორაკზე დგას ფერისცვალების სახელობის დარბაზული ტიპის ეკლესია. გადმოცემის თანახმად ეკლესიაში უცხოვრია ვინმე მონაზონ მარიამს, რის გამოც გორაკს „მარიამის გორს“ ეძახიან. ტაძარი თავდაპირველად მთავარანგელოზის სახელობის იყო. ის 1930-იანი წლების დასაწყისში დაშალეს და მისი ფიცრები გამოიყენეს მთისპირის სკოლის მშენებლობისთვის.[2] 2004 წელს ძველ საძირკველზე ახალი ეკლესია დააშენეს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ახალი ეკლესია აშენებულია მომცრო ზომის რიყის ქვით, ხოლო კუთხეები გამოყვანილია თლილი მომწვანო ფერის ქვებით. ეკლესიის ძველი წყობიდან შემორჩენილია სამხრეთის შესასვლელი, ხოლო დასავლეთის შესასვლელი ახალია. ეკლესიას სარკმლები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე აქვს. ამჟამად ეკლესია მოქმედია და დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 170
2014   209 98 111

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადა ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი სამუელ ჩავლეიშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9884
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 759, ISBN 978-99940-28-77-1.