უკანავა
უკანავა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მთისპირის თემში (სოფლები: ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, უკანავა). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 360 მ., ოზურგეთიდან 23 კმ, მთისპირიდან 5 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
სოფელი | |
---|---|
უკანავა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მთისპირი |
კოორდინატები | 41°55′40″ ჩ. გ. 42°10′55″ ა. გ. / 41.92778° ჩ. გ. 42.18194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 360 მ |
მოსახლეობა | 112[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სახელწოდება
რედაქტირებასოფლის სახელწოდება ლეგენდას უკავშირდება, რომლის თანახმად, მურვან ყრუს, რომელიც მეზობელ სოფელში მდებარე ასკანის ციხეზე ლაშქრობდა და მისი აღება ვერ შეძლო, უბრძანებია, ციხისთვის შემოევლოთ და უკნიდან ასულიყვნენ, ამიტომ დაერქვა ამ ადგილს უკანავა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[2] | 114 | ||
2002 | 145 | ||
2014 | 112 | 55 | 57 |
ეკონომიკა
რედაქტირება2013 წელს უკანავაში აშენდა ოთხკასკადიანი ჰიდროელექტროსადგური ბახვი-3. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 9,8 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 38 მლნ.კვტსთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 119.
საოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год