ფამფალეთი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ფამფალეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ვაკიჯვრის თემში (სოფლები: ვაკიჯვარი, ფამფალეთი). მდებარეობს მდინარეებს ბახვისწყალსა და ნატანებს შორის, ზღვის დონიდან 250 მ., ოზურგეთიდან 12 კმ, ვაკიჯვრიდან 1 კმ. სატრანსპორტო მიმოსვლით დაკავშირებულია ქალაქ ოზურგეთთან. სოფელში არის უბანი თიხნარა.

სოფელი
ფამფალეთი

მდინარე ბახვისწყალი ფამფალეთისა და მთისპირის საზღვარზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ვაკიჯვარი
კოორდინატები 41°55′50″ ჩ. გ. 42°07′10″ ა. გ. / 41.93056° ჩ. გ. 42.11944° ა. გ. / 41.93056; 42.11944
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 411[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ფამფალეთი — საქართველო
ფამფალეთი
ფამფალეთი — გურიის მხარე
ფამფალეთი

სახელწოდება

რედაქტირება

ლეგენდის თანახმად სოფელს ფამფალეთი დაერქვა გოგაურას მთის ძირში მიწის ფამფალის (ეროზიის) გამო.[2]

„რადგან მიწა ამ კუთხეში
ირყეოდა, ფამფალებდა
ეს სოფელი სწორედ მიტომ
იწოდება ფამფალეთად“

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 1087
1911[4]   507
2002   632
2014   411 198 213

1828 წლისთვის სოფელში იდგა ხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. მისი სამრევლო მოიცავდა 36 კომლს.[5] დღეისთვის ფამფალეთის ცენტრში დგას თანამედროვე ეკლესია.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადა მომღერალი, ხალხური სიმღერების შემსრულებელი ბესარიონ ინწკირველი, რევოლუციონერი ვანო ინწკირველი. სოფელში ცხოვრობდნენ აქვსენტი, მანასე და ლადიკო სალუქვაძეები, რომელთა შესაძებ შექმნილია ცნობილი ხალხური სიმღერა სამნი ძმანი გურულები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. გიზო ჭელიძე, „კოლმეურნეობა პირველი მაისის სახელს ატარებს“, გაზეთი „ლენინის დროშა“ N51. გვ 3 — 1959 წ.
  3. Кавказский календарь на 1910 год
  4. Кавказский календарь на 1912 год
  5. თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 71 — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8