ბესარიონ ინწკირველი
ბესარიონ ინწკირველი (დ. 1850, ფამფალეთი — გ. 1939) — ქართველი სახალხო მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.
ბესარიონ ინწკირველი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ბესარიონ გიორგის ძე ინწკირველი |
დაბ. თარიღი | 1850 |
დაბ. ადგილი | ფამფალეთი |
წარმოშობა | გურია |
გარდ. თარიღი | 1969 |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი, ლოტბარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასიმღერები სამუელ მაქსიმელიშვილმა ასწავლა, შემდეგ დათა გუგუნავასთან დაოსტატდა. გაწევრიანდა ბაღდადში მაქსიმელაშვილის სახლში შექმნილ გუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამუელ ჩავლეიშვილი. პროფესიით ხარაზი იყო. 1913 წელს მიიღო მონაწილეობა ვაჟა-ფშაველას საღამოზე თბილისში, ხოლო 1914 წელს ქუთაისში აკაკის იუბილეზე, 1915 წელს მონაწილეობა მიიღო ბათუმში ნინოობას გამართულ კონცერტზე, 1917 წელს — კონცერტზე თბილისის სახაზინო თეატრში, ხოლო 1927 წელს მოსკოვში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანზორ ერქომაიშვილი, „ბაბუა“ გვ. 94-96 — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1980
- შილაკაძე ვ., „ ხალხური მუსიკის მოამაგენი“, თბილისი: ხელოვნება, 1961.