ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ბაღდადი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ცხემლისხიდის თემში. მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 180 მ, ოზურგეთიდან 9 კმ., ცხემლისხიდიდან 1 კმ.
სოფელი | |||
---|---|---|---|
ბაღდადი | |||
![]() ბაღდადის მანიშნებელი აბრა დვაბზუ-ვაკიჯვრის გზაზე | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | გურიის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ცხემლისხიდი | ||
კოორდინატები | 41°56′00″ ჩ. გ. 42°06′00″ ა. გ. / 41.93333° ჩ. გ. 42.10000° ა. გ. | ||
ფართობი | 6,17 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 180 მ | ||
მოსახლეობა | 678 კაცი (2014) | ||
სიმჭიდროვე | 110 კაცი/კმ² | ||
|
სექციების სია
მოსახლეობარედაქტირება
ეკონომიკარედაქტირება
საბჭოთა პერიოდში სოფლის მოსახლეობის მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა მეჩაიეობა. გაშენებული იყო 117 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. სოფელში აგრეთვე სხვა მეურნეობები იყო ჩხავერის (20 ჰა), ტუნგის, (16 ჰა) და ციტრუსების (10 ჰა) პლანტაციები.[4] სოფელში მდინარე ნატანებზე აგებული იყო მცირე ჰიდროელექტროსადგური უჩხობჰესი, რომლის სიმძლავრე იყო 88 კვტ/სთ.[5]
ეკლესიარედაქტირება
სოფელში შემორჩენილია წმინდა გიორგის სახელობის ძველი დარბაზული ეკლესია, რომელიც დათარიღებული არ არის. ეკლესიის სამნაწილიანი დარბაზი დასრულებულია ერთი მთლიანი შვერილი ნახევარწრიული აბსიდით. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები და პროფილები გამოყვანილია თლილი მომწვანო ფერის ქვით, თუმცა ფერადოვნებისთვის შიგადაშიგ თეთრი ფერის ქვებიც შეურევიათ. კედლები ჩამონგრეულია სარკმლისა და ორივე შესასვლელი კარების დონეზე.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 246, თბ., 1977 წელი.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Кавказский календарь на 1910 год
- ↑ Кавказский календарь на 1912 год
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ჩხაიძე კ. „ძველი და ახალი ბაღდადი“ გაზეთი „ლენინის დროშა“ 1955 წ. N111 გვ. 2
- ↑ მუჰამედ მურვანიძე, „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4