ზედა უჩხუბი

სოფელი საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ზედა უჩხუბი, უჩხუბისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ცხემლისხიდის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში მდინარე ნატანების მარცხნივ, ზღვის დონიდან 220 მ., ოზურგეთიდან 9 კმ. სოფელში იდგა წმინდა გიორგის და წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიები. სოფელი სხვადასხვა დროს შედიოდა დვაბზუს და ბახვის სასოფლო საზოგადოებებში. უჩხუბში იყო გურიელების რეზიდენცია, რომელიც შემდგომ გლეხმა ჭანუყვაძემ შეიძინა.

სოფელი
ზედა უჩხუბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ცხემლისხიდი
კოორდინატები 41°55′25″ ჩ. გ. 42°05′50″ ა. გ. / 41.92361° ჩ. გ. 42.09722° ა. გ. / 41.92361; 42.09722
ცენტრის სიმაღლე 220
მოსახლეობა 335[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,5 %, რუსები 0,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა უჩხუბი — საქართველო
ზედა უჩხუბი
ზედა უჩხუბი — გურიის მხარე
ზედა უჩხუბი

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 468
2014   335 164 171

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.