მთავარი მენიუს გახსნა

ვაკიჯვარი — სოფელი და კურორტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ვაკიჯვარი, ფამფალეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა[1], ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია, რამდენიმე მცირე ჰესი.

სოფელი
ვაკიჯვარი
Vakijvari road.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ვაკიჯვარი
კოორდინატები 41°55′02″ ჩ. გ. 42°08′43″ ა. გ. / 41.91722° ჩ. გ. 42.14528° ა. გ. / 41.91722; 42.14528
ადრეული სახელები ვაკეჯვარი
ფართობი 6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 400
მოსახლეობა 597 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 99 კაცი/კმ²
ვაკიჯვარი — საქართველო
ვაკიჯვარი
ვაკიჯვარი — გურიის მხარე
ვაკიჯვარი

სექციების სია

გეოგრაფიარედაქტირება

მდებარეობს მდინარე ნატანების ნაპირებზე, ზღვის დონიდან 400 მ. სოფელში არის წითელი რკინის მადანი, აპატიტი. ქანი შეიცავს 7-10‰ აპატიტს, ხოლო 41-53‰ ფოსფორის ანჰიდრადს. საბადო აღმოაჩინა ინჟინერმა კრუგმა 1912 წელს. მას „ჩხიკვას“ საბადოს ეძახიან. „ჩიჩუას ხევის“ მარჯვენა მხარეზე მოიპოვება მაგნიტური რკინის საბადო, რომელიც პეგმატიტის ძარღვთან არის დაკავშირებული.

სოფლის ერთ-ერთი უბანია თავვაკიჯვარი, რომელიც ცენტრიდან სამი კილომეტრითაა დაშორებული. თავვაკიჯვრიდან მიდის საცალფეხო გზა კურორტ ბახმარომდე.

ისტორიარედაქტირება

 
ვაკიჯვარი 1903 წელს, ანტონ გოგიაშვილის ნახატი

სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები. ასევე ადრეული ანტიკური ხანის კერამიკა და კრამიტის ნამტვრევები.[2] X საუკუნეში აშენდა ვაკიჯვრის ეკლესია.

1828 წლისთვის სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, რომლის სამრევლო შეადგენდა 35 კომლს.[3] შედიოდა ბახვის საზოგადოებაში და ეწოდებოდა ვაკე-ჯვარი. ბახმაროს აღმოჩენამდე ვაკიჯვარი სამკურნალო ადგილად ითვლებოდა. ბახმაროს აღმოჩენის შემდეგ ვაკიჯვარმა, როგორც სააგარაკო ადგილმა, დაკარგა მნიშვნელობა.[4] 1950-იან წლებში სოფელში აშენდა 250 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი.

მოსახლეობარედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 1101
1911[6]   711
2002   844
2014   597 294 303

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  2. თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 71— „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
  3. გრ. კუნჭულია, „ვაკიჯვრის კეთილმოწყობისთვის“ // „ლენინის დროშა“ N 24. გვ. 4 — 1935 წ.
  4. «Кавказский календарь» на 1910 год
  5. Кавказский календарь на 1912 год