ანტონ გოგიაშვილი

ქართველი მხათვარი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიაშვილი.

ანტონ ივანეს ძე გოგიაშვილი (დ. 14 დეკემბერი, 1878, ჩოლაბარგი — გ. 28 დეკემბერი, 1907, თბილისი) — ქართველი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი.

ანტონ გოგიაშვილი
დაიბადა 14 დეკემბერი, 1878
დაბადების ადგილი ჩოლაბარგი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 28 დეკემბერი, 1907 (29 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვრობა
მომზადება თბილისის სამხატვრო სასწავლებელი (1906)

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი. 1901-1906 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. თანამშრომლობდა გაზეთების რედაქციებთან: „კვალი" და „ცნობის ფურცელი", რომლებშიც აქვეყნებდა ქართველი ხალხის ყოფა–ცხოვრების ამსახველ და დოკუმენტურ ჩანახატებს. „ცნობის ფურცლის" დამატებაში იბეჭდებოდა მის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას შესრულებული ჩანახატები, მათ შორის: „დარბევა" (1906, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი), „ტყეში შეფარებული გურულები" (1906, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი); მას ეკუთვნის – ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონის" (1896), ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილის" (1901), რაფიელ ერისთავის ლექსების „სესიას ფიქრების“, „სამშობლო ხევსურისა", „თრიალეთელი მწყემსის", „დაჭრილის" ილუსტრაციები; მისი ნახატები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება