პეგმატიტი (ფრანგ. pegmatite, ბერძნ. pégma, ნათესაობითი ბრუნვა pégmatos — კავშირი) — მაგმური წარმოშობის მსხვილმარცვლოვანი ქანი. ძირითადად გრანიტული შედგენილობისაა. პეგმატიტის ამგები მინერალები უმთავრესად დიდი ზომისაა, ზოგიერთი დიდი რაოდენობით შეიცავს აქროლად კომპონენტებსა და იშვიათ და გაფანტულ ელემენტებს. პეგმატიტი გვხვდება ბუდობების, უმეტესად კი გამკვეთი ძარღვების სახით მასთან გენეტურად დაკავშირებულ მაგმურ, აგრეთვე მეტამორფულ და დანალექ ქანებში. პეგმატიტები შეიცავენ მრავალ სასარგებლო კომპონენტს. იყენებენ მინისა და კერამიკის წარმოებაში.

პეგმატიტი
ცნობები
ტიპი მაგმური
გამოიყენება წარმოებაში

პეგმატიტების ჩამოყალიბების დროს წარმოიქმნება მინერალთა სამრეწველო დანაგროვები, ეგრეთ წოდებული პეგმატიტური საბადოები, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთული აგებულება და მორფოლოგია, აგრეთვე სასარგებლო კომპონენტების ცვალებადი კონცენტრაცია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება