ვაკიჯვრის ეკლესია
ვაკიჯვრის ეკლესია — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში. ეკლესია დგას სოფლის ბოლოში, ე. წ. თავვაკიჯვარში.
ეკლესია აშენებულია 2000 წელს, X საუკუნის ტაძრის საძირკველზე. ფასადზე რამდენიმე ადგილას გამოყენებულია ძველი ეკლესიის ჩუქურთმიანი ქვა. ძველი ტაძრის ქვების ნაწილი ეზოშია. შენობა წარმოადგენს ერთნავიან ბაზილიკას და სწორკუთხა მინაშენი აქვს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10544