ბჟუჟი

მდინარე საქართველოში, გურიის მხარეში

ბჟუჟიმდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების მარცხენა შენაკადი. სიგრძე 32,5 კმ, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 14,3 მ³/წმ, ბჟუჟის მთავარი შენაკადებია კოლოვა და აჭისწყალი.

ბჟუჟი

მდინარე ბჟუჟი სოფელ შემოქმედში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გურიის მხარე
ქალაქები ოზურგეთი
სათავე ხინო
41°45′34″ ჩ. გ. 42°11′37″ ა. გ. / 41.75944° ჩ. გ. 42.19361° ა. გ. / 41.75944; 42.19361
სათავის მდებარეობა მესხეთის ქედი
შესართავი ნატანები
41°56′01″ ჩ. გ. 41°57′12″ ა. გ. / 41.93361° ჩ. გ. 41.95333° ა. გ. / 41.93361; 41.95333
შესართავის მდებარეობა გურიანთა
სიგრძე 32,5 კმ
წყლის ხარჯი (საშ.) 14,3 მ³/წმ
ბჟუჟი — საქართველო
ბჟუჟი
ბჟუჟი
ბჟუჟი — გურიის მხარე
ბჟუჟი
ბჟუჟი
— სათავე, — შესართავი
ბჟუჟი ვიკისაწყობში

გეოგრაფია რედაქტირება

სათავე აქვს ხინოს მთის ჩრდილოეთ კალთაზე. ჩამოუდის კურორტ გომისმთას. ბჟუჟი გაივლის სოფლებში: გომი, გონებისკარი, წითელმთა, შემოქმედი, კვირიკეთი, ქვემო მაკვანეთი. ქალაქ ოზურგეთში ბჟუჟს უერთდება აჭისწყალი და ორი მცირე მდინარე: ნაბჟუარა და სკურჩა. სოფელ გურიანთასთან ერთვის მდინარე ნატანებს.

ეკონომიკა რედაქტირება

ბჟუჟზე სოფელ გომში აგებულია ჰიდროელექტროსადგური ბჟუჟჰესი. 2016 წლიდან მდინარე ბჟუჟზე სოფელ გომში მაისობით იმართებოდა ყოველწლიური ჩემპიონატი ექსტრემალურ კაიაკინგში[1]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება