ქვემო ნატანები
ქვემო ნატანები — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ნატანების თემის ცენტრი (სოფლები: ქვემო ნატანები, ზემო ნატანები, შეკვეთილი). მდებარეობს შავი ზღვისპირა დაბლობზე, ზღვის დონიდან 10 მ.-ზე, ოზურგეთიდან 18 კმ.
სოფელი | |||
---|---|---|---|
ქვემო ნატანები | |||
![]() ნატანების სკოლა | |||
ქვეყანა |
![]() | ||
მხარე | გურიის მხარე | ||
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | ||
თემი | ნატანები | ||
კოორდინატები | 41°56′16″ ჩ. გ. 41°48′14″ ა. გ. / 41.93778° ჩ. გ. 41.80389° ა. გ. | ||
ადრეული სახელები | ჯიშკლოვანი, შავა | ||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||
მოსახლეობა | 3099[1] კაცი (2014) | ||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,6 %, რუსები 1,0 %, უკრაინელები 0,2 % | ||
რელიგიური შემადგენლობა | მართლმადიდებლები | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | +995 | ||
|
სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზისა და ნატანები-ოზურგეთის ხაზების გადაკვეთაზე.[2] გადის საავტომობილო გზა ურეკი-ოზურგეთი. სოფელში მისდევენ მეციტრუსეობას, მეთხილეობას. სოფელში არის საფეხბურთო სტადიონი, სპორტის სასახლე, ჭიდაობის კლუბი, საჯარო სკოლა,[3] წმინდა მარინეს სახელობის ტაძარი, საზოგადოებრივი ცენტრი. ქვემო ნატანების უბნებია: შავა, ლეკურა, საკუპრე, ახალშენი, ნაფოცხვარა.
ისტორიარედაქტირება
დღევანდელი ქვემო ნატანების ტერიტორიაზე დასახლების გაჩენა უკავშირდება XIX საუკუნეში თბილისი-ბათუმის რკინიგზის ხაზზე სადგურის გაჩენას. სადგურს ეწოდა ნატანები მდინარე ნატანების გამო. ტერიტორია შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1951 წელს უბან შავაში მოეწყო ნატანების სასოფლო საბჭოს ცენტრი. 1953 წელს აშენდა ნატანების კოლმეურნეობის კანტორის შენობა, რასაც მოჰყვა კულტურის სახლი. სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ტუნგის საშრობი ფარდული, დაწყებითი, რვაწლიანი და საშუალო სკოლები, სამუსიკო სკოლა, ბიბლიოთეკა. 1983 წელს სოფელში გაიხსნა სპორტის სასახლე. 1999-2002 წლებში სოფლის ცენტრში აშენდა წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია.
მოსახლეობარედაქტირება
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 3750 | ||
2014 | 3099 | 1500 | 1599 |
გალერეარედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 515.
სქოლიორედაქტირება
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ნატანების რკინიგზის სადგურის ადგილმდებარეობა
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი