შრომა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
შრომა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (შრომა, ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, ხრიალეთი). სოფელში არის საჯარო სკოლა,[2] ბიბლიოთეკა.
სოფელი | |
---|---|
შრომა | |
შრომის თემის ხედი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შრომა |
კოორდინატები | 41°59′19″ ჩ. გ. 41°50′14″ ა. გ. / 41.98861° ჩ. გ. 41.83722° ა. გ. |
ადრეული სახელები | მიქელგაბრიელი |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 392[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 94,9 % სომხები 3,8 % უკრაინელები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 80 მ. ოზურგეთიდან 36 კმ., ურეკის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,3 °C. სამხრეთიდან ესაზღვრება სოფელი ზემო ნატანები, ხოლო ჩრდილოეთიდან ხრიალეთი.
ისტორია
რედაქტირებასოფელში იდგა მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია. სწორედ ამის გამო დაერქვა სოფელსაც და სასოფლო საზოგადოებასაც მიქელგაბრიელი. ტაძრის აგება, ხალხური გადმოცემის მიხედვით, ბერ იესე ბოლქვაძეს უკავშირდება. მას აურჩევია მცირედ დასახლებული ადგილი და მდინარე სეფისწყლიდან ამოტანილი ქვებით აუშენებია სამლოცველო, შემდეგ კი ტაძარი. მრევლის მომრავლების კვალდაკვალ კი ხის მოზრდილი ტაძარი აუშენებიათ. მიქელგაბრიელის ეკლესიის დასავლეთით, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე, მაღლობ ადგილებზე უნდა მდგარიყო კიდევ ერთი, სავარაუდოდ მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ამ მაღლობს „მაცხუარის ღელე“ ჩამოუდის, ხოლო ადგილს შემორჩა სახელწოდება „ნასაყდრალი“.
1863 წელს სოფელში თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ დააარსა სკოლა, რომელიც 8-9 წლის შემდეგ დაიხურა. 1883 წელს ნაკაშიძის შვილმა, მიხეილ ნაკაშიძემ კვლავ გახსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც 1892 წელს ორკლასიანად გადაკეთდა.[3] სკოლის პირველი მასწავლებელი იყო თეოფილე კალანდარიშვილი. 1902 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა.[4] ამ დროისთვის მიქელგაბრიელის საზოგადოება მოიცავდა 5 სოფელს. საზოგადოებაში ცხოვრობდა 3391 ადამიანი.[5] 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.[6] 1917 წელს სოფლის სკოლა გადაკეთდა ოთხკლასიან სკოლად, ხოლო 1923 წელს — შვიდწლიანად. 1939 წელს გაიხსნა საშუალო სკოლა.[7]
საბჭოთა პერიოდში შრომაში მოჰყავდათ ჩაი. 1927 წლისთვის ჩაის ფართობი 100 ჰექტარამდე იყო, 1935 წელს კი უკვე 1000 ჰექტარზე მეტი იყო. 1933 წელს აშენდა შრომის ჩაის ფაბრიკა.[8] შრომის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში ყველაზე მდიდარი იყო ნატანების კოლმეურნეობის შემდეგ.[9] 1956 წელს აშენდა ადმინისტრაციული შენობა.[10] და სოფლის კლუბი. 1978 წლის 17 ნოემბერს სოფლის ცენტრში გაიხსნა საბრძოლო დიდებისა და მეგობრობის მემორიალი ტანკის სახით. ტანკი შრომელებმა დიდი სამამულო ომის წლებში შეიძინეს ფრონტისთვის. მოქმედებდა გენიჩესკელ კოლმეურნეებთან მეგობრობის მუზეუმი.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[11] | 510 | ||
2002 | 715 | ||
2014 | 392 | 188 | 204 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- ნოე ხომერიკი — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი
გალერეა
რედაქტირება-
სკოლა და კულტურის სახლი
-
ტანკის ძეგლი
-
ადმინისტრაციული შენობა
-
საბჭოთა პანო
-
ქართველისა და უკრაინელის ძეგლი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 31.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
- ↑ გაზეთი „ივერია“ N216 გვ. 3 — 1892 წ.
- ↑ ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
- ↑ «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
- ↑ Кавказский календарь на 1914 год
- ↑ გაზეთი „ალიონი“ N45 გვ. 2 — 2014 წ.
- ↑ „ფაბრიკა შრომაში“ // „ლენინის დროშა“, 1935, № 34, გვ. 1.
- ↑ რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1955, № 14, გვ. 3.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17875
- ↑ Кавказский календарь на 1910 год