ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ზედუბანი, ზედობანი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემში (სოფლები: ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, შრომა, ხრიალეთი). მდებარეობს ნასაკირალის სერზე, ზღვის დონიდან 120 მ. შრომიდან 3 კმ., ოზურგეთიდან 26 კმ.
სოფელი | |
---|---|
ზედუბანი | |
ნაკაშიძის გამოქვაბული | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შრომა |
კოორდინატები | 41°58′55″ ჩ. გ. 41°52′34″ ა. გ. / 41.98194° ჩ. გ. 41.87611° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 120 მ |
მოსახლეობა | 175[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 92,0 % სომხები 8,0 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებაზედუბანი წარმოადგენდა თავად ნაკაშიძეების რეზიდენციას. 1828 წლისთვის სოფელში იდგა მთავარანგელოზის სახელობის ქვით ნაგები ეკლესია. ზედუბანი იყო გურიაში ჩაის კულტურის გავრცელების ერთ-ერთი პირველი კერა. თავადმა მიხეილ ნაკაშიძემ 1889 წელს ჩაქვიდან შემოიტანა და გააშენა ჩაი ხუთ ჰექტარზე. 1908 წლიდან მოყოლებული ის კუსტარულად ამზადებდა ჩაის, 1912 წლიდან კი მან ჩაის 4 ცხენისძალიანი გადამამუშავებელი დანადგარი შეიძინა. მიხეილ ნაკაშიძე უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе“. ნაკაშიძეს მოწყობილი ჰქონდა ხელოვნური გამოქვაბული, რომელსაც იყენებდა ღვინის მარნად. გამოქვაბული ღვინისა და სხვა პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა 1920-იან წლებამდე.
1900 წელს ზედუბანში აღმოჩნდა ვერცხლის ორი პოლონური მონეტა. მონეტები ადასტურებენ რეჩ პოსპოლიტასთან გურიის სამთავროს ურთიერთობას XVII საუკუნის დასაწყისში. გურიაში პოლონური მონეტების გავრცელების კიდევ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1958 წელს ჭანჭათში აღმოჩნდა ვერცხლის ორი პოლონური მონეტა, ხოლო 1979 წელს მაკვანეთში ოთხი მონეტა.[2] 1930-იანი წლების მეორე ნახევარში ზედუბანი თხინვალის სასოფლო საბჭოს ეკუთვნოდა.[3]
ეკლესია
რედაქტირებაზედუბანში იდგა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. 1834 წელს მღვდელი იყო იესე ხომერიკი. 1905 წელს, რევოლუციის დროს, ზედუბნის მთავარანგელოზის ეკლესიაზე წითელი დროშა აღმართა რევოლუციონერმა დათა ქადიეშვილმა. 1910 წელს ზედუბნის ეკლესიას ეწვია იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე. იმ პერიოდისთვის ტაძარში არაფერი ინახებოდა, გარდა ვერცხლის სამი ხატისა. 1943 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა ზედუბნის ეკლესიამ. მისი უკანასკნელი მღვდელი იყო ბლაღოჩინი ივანე კეჭაყმაძე.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 164 | ||
2002 | 167 | ||
2014 | 175 | 86 | 89 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირებასოფელში დაიბადა მწერალი იაკინთე ლისაშვილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 501.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ ე. გოგუაძე, „XVII საუკუნის მონეტები სოფელ მაკვანეთიდან“ // ლენინის დროშა // N 13 გვ. 3-4 — 1980 წ.
- ↑ „ლენინის დროშა“ N33 გვ. 4 — 1935 წ.
- ↑ Кавказский календарь на 1910 год