ხრიალეთი
ხრიალეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ. შრომიდან 3 კმ., ურეკის რკინიგზის სადგურიდან 7 კმ., ოზურგეთიდან 39 კმ., სოფელში არის საჯარო სკოლა. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
სოფელი | |
---|---|
ხრიალეთი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შრომა |
კოორდინატები | 42°00′22″ ჩ. გ. 41°49′49″ ა. გ. / 42.00611° ჩ. გ. 41.83028° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1533[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 94,0 % სომხები 5,5 % რუსები 0,45 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ეკლესია
რედაქტირებასოფლის ცენტრიდან 3 კმ-ის დაშორებით, ოხოჯურის მთაზე ბულთასგორის სასაფლაოს ტერიტორიაზე არის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი. გადმოცემის მიხედვით ამ ადგილზე ჯვარი აღუმართავს |ანდრია პირველწოდებულს. გადმოცემის თანახმად ამ ტაძრის ზარი გამოირჩეოდა მჟღერი, არამელოდიური ხმით, სოფელმაც აქედან მიიღო სახელწოდება. დღეს ეს ზარი შემოქმედის ეკლესიაშია.
ეკლესია აშენებული იყო სამ რიგად დაწყობილ თლილი ქვების ცოკოლზე. შესასვლელი ჰქონდა დასავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებიდან. მოგვიანებით, ჩრდილოეთის კარი ამოქოლეს. საკურთხეველში აღმოჩენილი მონეტების მიხედვით ტაძარი XIII-XIV საუკუნეების უნდა ყოფილიყო.[2]
1890 წელს ტაძარს ეწვია გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი. მან ხალხს ახალი ეკლესიის აშენებისკენ მოუწოდა. მშენებლობა დააფინანსა გრიგოლ გურიელმა. ახალი ეკლესია ხისგან ააშენეს 1892 წელს. 1892 წლის 5 დეკემბერს ახალაშენებული ეკლესია დაწვეს. ამის შემდეგ ხელახლა ააშენეს ასევე ხის ეკლესია. 1910 წელს ტაძარს ეწვია იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი). ტაძრის მღვდელი 1907-1943 წლებში იყო რომანოზ მეგრელიძე (დ. 1878 წ.).1942 წელს გადაწვეს ტაძართან მდგარი ხის ნაგებობები. 1943 წელს დაანგრიეს ეკლესიის შენობა და მასალა გამოიყენეს სოფლის სკოლის მშენებლობისთვის.
2008 წლის ივნისში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ნაეკლესიარზე. 2008-2012 წლებში აშენდა ახალი ეკლესია. ძველი ეკლესიის ავთენტური ნაწილებიდან შემორჩენილია საძირკველი და კედლის ქვედა წყობა.[3]
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[4] | 578 | ||
2002 | 1869 | ||
2014 | 1533 | 790 | 743 |
ცნობილი ადამიანები
რედაქტირება- ავქსენტი მეგრელიძე (1877) — ლოტბარი
- კონსტანტინე მეგრელიძე (1900) — ფილოსოფოსი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 508.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ სადრაძე ვ, ძნელაძე მ., ღლიღვაშვილი ე., კაჭარავა პ., სოფ. ხრიალეთის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ეკლესიის გათხრები 2008 წ. // გურია, მხარის კვლევა ძიების შედეგები : კრებული, თბილისი: მწიგნობარი, 2016, № VI, გვ. 7-24, ISSN 1512-3952.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9259
- ↑ Кавказский календарь на 1910 год