ორმეთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ორმეთი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომის თემში (სოფლები: ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი, შრომა, ხრიალეთი). მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ., ოზურგეთიდან 38 კმ, ურეკის რკინიგზის სადგურიდან 8 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
სოფელი | |
---|---|
ორმეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | შრომა |
კოორდინატები | 41°59′52″ ჩ. გ. 41°52′15″ ა. გ. / 41.99778° ჩ. გ. 41.87083° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 45-80 მ |
მოსახლეობა | 347[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96,25 % სომხები 3,75 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელში იდგა უკუნდაგარის ციხე-გალავანი და ეკლესია. ეს ციხე გადაჰყურებდა მდინარე სუფსის შესართავს და აკონტროლებდა ხეობას. 1987 წლის ბოლომდე შემორჩენილი იყო დაახლოებით 20-25 მეტრის სიმაღლის ჩრდილო-დასავლეთის სარკმლებიანი კუთხე, ფრესკითა და კლდეში მოჩუქურთმებული ქვის თაროებით.
ე.წ. ხატისწყლის მიდამოებში იდგა ეკლესია. შემორჩენილია ამ ადგილის დასახელება „ხატის საყდარი“. სოფელში, ალავერდის სერზე აღმოჩენილია წარწერიანი თლილი ქვები და კერამიკის ნაშთები. იმავე სერზე იდგა ნაკაშიძეების „ნაოდვარი“.[3] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1911[4] | 962 | ||
2002 | 579 | ||
2014 | 347 | 172 | 175 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 581.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი[მკვდარი ბმული]
- ↑ გოგუაძე ე., „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
- ↑ Кавказский календарь на 1912 год