ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქროპირიძე.

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე; დ. 15 თებერვალი, 1861, დისევი (ახლანდელი ერედვის მუნიციპალიტეტი) — გ. 24 ივნისი [ ძვ. სტ. 11 ივნისი], 1921) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი 1919–1921 წლებში. ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის ძმისშვილი. იყო აღიარებული მქადაგებელი, დაბეჭდილია მისი ქადაგებანი. დაკრძალულია თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.

ლეონიდე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ ოქროპირიძე)
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
წინამორბედი კირიონ II
მემკვიდრე ამბროსი
პირადი მონაცემები
საერო სახელი ლონგინოზ ოქროპირიძე
დაბადების თარიღი 1860
დაბადების ადგილი დისევი, გორის მაზრა, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 11 ივლისი, 1921
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
რელიგია ქრისტიანობა

დაიბადა 1861 წლის 15/28 თებერვლს გორის მაზრის სოფ. დისევში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სწავლობდა თბილისისა და სტავროპოლის სემინარიებში. 1884 წელს ბიძის, წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს რჩევით, სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო.

1888 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888–1897 წლებში ეწეოდა მისიონერულ მოღვაწეობას. იგი იყო კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი; ზედაზნის, ხირსის, იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველი; ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იმერეთის სინოდის კანტორის წევრი. აქტიურად იბრძოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად. 1898 წლიდან 1918 წლამდე იყო გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი.

1917 წლის 12 მარტიდან 1917 წლის 17 სექტემბრამდე იყო საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველი. 1917 წლის სექტემბერში საქართველოს ეკლესიის I კრებაზე კენჭს იყრიდა კათოლიკოს-პატრიარქად, თუმცა 12 ხმით დამარცხდა კირიონ II-სთან. კირიონ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1920 წელს, საქართველოს ეკლესიის II კრებაზე არჩევნების გარეშე დამტკიცებულ იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის დროს, ნოე ჟორდანიასა და ექვთიმე თაყაიშვილის მოწოდებების მიუხედავად, ლეონიდემ უარი განაცხადა თბილისის სიონისა და მცხეთის სცეტიცხოვლის საგანძურის ემიგრაციაში წაღებაზე და საგანძური ეპისკოპოს ნაზარს ქუთაისში დაამალვინა.

1921 წლის 11 ივლისს, ოთხშაბათს საღამოს 17:30 საათზე თბილისში საპატრიარქო რეზიდენციაში ქოლერით გარდაიცვალა. ზოგიერთი ცნობით, სენის მიზეზი მტკვრის წყლის სასმელად გამოყენება გახდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 193.
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, „ნეკერი“, თბ., 2000

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
კირიონ II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1918-1921
შემდეგი:
ამბროსი