გურია-სამეგრელოს ეპარქია

გურია-სამეგრელოს ეპარქიარუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს საეგზარქოსოს ერთ-ერთი ეპარქია საქართველოში 1885-1917 წლებში.

შეიქმნა რუსეთის სინოდის 1885 წლის 12 ივნისს გადაწყვეტილებით, რის შედეგადაც გურიისა და სამეგრელოს ეპარქიები გაერთიანდა. კათედრად გამოცხადდა ქ. ფოთი. გაუქმდა 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ (მის ტერიტორიაზე დაარსდა ორი ეპარქია: ჭყონდიდის ეპარქია და ბათუმ-შემოქმედის ეპარქია). ეპარქიის ტერიტორიაზე არსებობდა 2 სასულიერო სასწავლებელი, 141 საეკლესიო-სამრევლო და 4 სამონასტრო სკოლა. XX საუკუნის დასაწყისში კავკასიაში ეკლესიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რუსეთის ცარიზმს სურდა გურია-სამეგრელოს ეპარქიიდან სვანეთის გამოყოფა და მისი შეერთება სოხუმის ეპარქიასთან, მაგრამ ხალხის წინააღმდეგობის გამო ეს პროექტი ვერ განხორციელდა.

ეპარქიის მმართველები იყვნენ:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბუბულაშვილი ე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 217.
  • Иоселиани П., Краткая история Грузинской церкви, СПб., 1843;
  • [Епископ Кирион], Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XIX столетие, Тфл., 1901;