გურიის ეპარქია
გურიის ეპარქია — რუსეთის მართლადიდებელ ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული ეპარქია 1844-1885 წლებში, რომელიც მოიცავდა საქართველოს ისტორიულ მხარე გურიას. ეპარქიის კათედრა 1882 წლამდე იყო ჯუმათის მონასტერი, შემდეგ ოზურგეთი.
გურიის ეპარქია დაარსდა 1844 წლის 1 აპრილს. გურიის ეპარქია მოიცავდა მანამდე არსებულ შემოქმედის, და ჯუმათის საეპისკოპოსოებს. 1878 წელს გურიის ეპარქიას შეუერთდა ხინოწმინდის საეპისკოპოსო, რომელიც 1877-78 წლების ომში წაართვა რუსეთმა ოსმალეთს. 1884 წლის მონაცემებით გურიის ეპარქიაში იყო სამი მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის და უდაბნოს) 15 ბერი და სამი მორჩილი. მოქმედებდა 132 ეკლესია, მათგან 102 ქვის, 30 ხის[1]1882 წელს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ საქართველოს მთავარმართებელ ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვს, რომელიც ვიზიტად ოზურგეთში იმყოფებოდა, შესთავაზა გურიის ეპარქიაში გაერთიანებულიყო რუსეთის იმპერიის მიერ ახლადშეერთებული ბათუმი და აჭარა.[2] 1885 წლის 12 ივნისს გურიის და სამეგრელოს ეპარქიები გაერთიანდა გურია-სამეგრელოს ეპარქიაში.
ეპისკოპოსები
რედაქტირება- ექვთიმე (წულუკიძე) — 1844-1854
- იოანე (იოსელიანი) — 1854-1858
- გაბრიელ ტუსკია — 1859-11 სექტემბერი, 1881[3]
- ალექსანდრე (ოქროპირიძე) — 1882-1885