ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი

ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი (რუს. Алекса́ндр Миха́йлович Дондуко́в-Корса́ков; დ. 12 სექტემბერი, 1820, სანქტ-პეტერბურგი — გ. 15 აპრილი, 1893, პოლონოიე, ახლანდ. ფსკოვის ოლქი, რუსეთი) — თავადი, რუსი კავალერიის გენერალი (1878) და სახელმწიფო მოღვაწე, შამილთან და ოსმალეთთან ომების მონაწილე. კავკასიის მთავარმართებელი 1882–1890 წლებში.

ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი
დაბადების თარიღი 12 (24) სექტემბერი, 1820
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდაცვალების თარიღი 15 (27) აპრილი, 1893 (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი Porkhov Uyezd
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
განათლება Q4264365?
მამა Michail Aleksandrovič Dondukov-Korsakov
დედა Q115735086?
მეუღლე/ები Nadezhda Kologrivova
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, Order of St. Vladimir 2nd class with swords, Order of St. Vladimir, 3rd class with Swords, Order of Saint Anna, 1st class with swords, Order of St. Anna 2nd class with swords, Order of Saint Anne 3rd class with wreath, Order of Saint Stanislaus, 1st class with swords, Medal In memory of Crimean War, Medal "For the Conquest of Chechnya and Dagestan", Medal "For the Conquest of the Western Caucasus", Medal in memory of Russo-Turkish War 1877–78, Q4240316?, ლომისა და მზის ორდენი და Order of the Cross of Takovo

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1840). 1841 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო. 1855 წელს მიიღო გენერალ-მაიორის, 1861 წელს — გენერალ-ლეიტენანტის, 1869 წელს — გენერალ-ადიუტანტის, ხოლო 1878 წელს კავალერიის გენერლის წოდება. მონაწილეობდა კავკასიის (1845–51), ყირიმის (1853–56), რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომებში. 1869–76 წლებში იყო კიევის, ვოლინის, პოდოლსკის გუბერნიების გენერალ-გუბერნატორი, 1878–79 წლებში — უზენაესი კომისარი ბულგარეთში, 1880–81 წლებში — ხარკოვის, ხოლო 1881 წელს — ოდესის გენერალ-გუბერნატორი.

1882 წლის 1 იანვარს, კავკასიის სამეფისნაცვლოს გაუქმების შემდეგ, დაინიშნა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებლად და კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლად. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა კავკასიის მმართველობის ახალი დებულება, რომელიც 1883 წელს შევიდა ძალაში.

დონდუკოვ-კორსაკოვი კავკასიაში ატარებდა რეაქციულ პოლიტიკას, კავკასიაში ფაქტობრივად გასამხედროებული მდგომარეობა შექმნა. კ. იანოვსკის ინიციატივით სკოლებში ჯერ შეიზღუდა, 1885 წლიდან კი საერთოდ აიკრძალა ქართული ენის სწავლება; ქართველი ერის დაშლა-დანაწილების მიზნით მეგრელები, სვანები, აჭარლები არაქართველებად გამოაცხადეს და შეუდგნენ მეგრული და სვანური უმწერლობო ენებისათვის რუსულ ანბანზე დაყრდნობით ანბანისა და სახელმძღვანელოების შედგენას; სდევნიდნენ და ავიწროებდნენ ქართულ ეკლესიას; მკაცრი ცენზურა დაუწესეს ქართულ პრესას; იდევნებოდნენ ქართველი ეროვნ. მოღვაწენი. დონდუკოვ-კორსაკოვის დასმენითა და მითითებით გადაასახლეს სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი. 1890 წლის 2 ივნისს პირადი თხოვნის საფუძველზე კავკასიიდან გადაიყვანეს და სახელმწიფო საბჭოს წევრად დანიშნეს.

ბიბილიოგრაფია

რედაქტირება
  • Записки о положении Закаспийской области, СПб., 1887;
  • Мои воспоминания, ч. 1–2, СПб., 1902–03.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 482.
  • საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე (რედაქტორები ვახტანგ გურული და ბონდო კუპატაძე), „არტანუჯი“, გვ. 20, თბ., 2004
  • Дондуков-Корсаков, Александр Михайлович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1893. — Т. XI. — С. 17.
  • Дондуков-Корсаков, Александр Михайлович, князь // [Двина Западная — Елец, Юлий Лукианович]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1912. — С. 181—182. — (Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. К. И. Величко … [и др.] ; 1911—1915, т. 9).
  1. Дондуков-Корсаков Александр Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
წინამორბედი:
მეფისნაცვალი
მიხეილ რომანოვი
საქართველოს მმართველი
კავკასიის მთავარმართებელი

1882-1890
შემდეგი:
გრაფი შერემეტიევი