ხინოწმინდის საეპისკოპოსო

ხინოწმინდის საეპისკოპოსოგურიის სამთავროს ერთ-ერთი ეპარქია. დაარსდა XV საუკუნის მიწურულს. მოიცავდა ქვემო გურიას — ჩოლოქსა და ჭოროხს შორის მდებარე ტერიტორიას, ამჟამინდელ ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ქ. ბათუმს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ნაწილს.

ისტორია რედაქტირება

ხინოწმინდელის რეზიდენცია იყო იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ხინოწმინდაში. 1759 წელს გამართულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც ტყვის სყიდვა აკრძალა, მონაწილეობდა ხინოწმინდელი ეპისკოპოსი მაქსიმე II. ხინოწმინდის ეპარქია გაუქმდა ქვემო გურიის ოსმალეთის მიერ დაპყრობის გამო. XVIII საუკუნის დამდგეგიდან ოსმალეთმა დაიკავა ხინოწმინდის საეპისკოპოსოს სამხრეთი ნაწილი, 1772 წელს კი მთლიანად დაიკავა ეპარქიის ტერიტორია. უკანასკნელი ხინოწმინდელი იოანე მოწყობილი (წუწუნავა) 1780 წლის 1 აგვისტოს ჯუმათის საეპისკოპოსოს წინაძღვრად დაინიშნა. მან ხინოს სიწმინდეები გამოჩინებულის მონასტერში გახიზნა, მათ შორის იყო ღვთისმშობლის ოქროს ხატი, რომელიც 1905 წელს გაიტაცეს. იოანე წუწუნავა ხინოწმინდის ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ იყო ხონისა და ცაგერის მონასტრების წინამძღვარი.[1]

XIX საუკუნის დასაწყისში ხინოწმინდელ ეპიკოპოსად აკურთეს დავით წერეთელი, მაგრამ მისი ეპისკოპოსობა ფიქტიური იყო და მხოლოდ წოდებას ატარებდა. ხინოწმინდის ტერიტორია 1878 წელს მოექცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ აქ ეპარქია აღარ აღუდგენიათ და ეს ტერიტორია გურიის ეპარქიას მიაკუთვნეს. ამჟამად ხინოწმინდის ტერიტორია მოქცეულია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში.

ეპისკოპოსები რედაქტირება

ხინოწმინდელი ეპისკოპოსები იყვნენ:

ეპარქიის ეკლესიები რედაქტირება

  1. ჯიხანჯურის წმინდა გიორგის ეკლესია
  2. წმინდა სამების ეკლესია სოფელ სამებაში
  3. ზენითის ნათლისმცემელი
  4. მახინჯაურის წმინდა გიორგის ეკლესია
  5. ორთაბათუმის წმინდა გიორგის ეკლესია
  6. ახალშენის წმინდა გიორგის ეკლესია
  7. ვარჯანაულის ეკლესია
  8. ცხრაფონის წმინდა სამების ეკლესია
  9. ჩეხედანას ეკლესია
  10. ჩაქვისთავის მთავარანგელოზის ეკლესია
  11. დაგვის წმინდა გიორგის ეკლესია
  12. ჩაქვის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
  13. კვესელულის ეკლესია
  14. გვარისთავის წმინდა გიორგის ეკლესია
  15. თეთროსანი
  16. ალამბარის ეკლესია

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 484.
  • ქართველიშვილი თ., გურიის საეპისკოპოსოები, თბილისი: „არტანუჯი“. — გვ. 65-66, ISBN 99940-11-89-8.
  • ბაქრაძე დ ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]. — გვ. 84.
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973;
  • Жузе П., Грузия в XVII столетии по изображению патриарха Макария, Казань, 1905;

სქოლიო რედაქტირება