მთავარი მენიუს გახსნა
საქართველოს საეგზარქოსო რუკა 1903 წლის მდგომარეობით.

საქართველოს საეგზარქოსორუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო-ადმინისტრაციული ორგანო 1811-1917 წლებში.

სექციების სია

ქრისტიანობა საქართველოში 1801-1811 წლებშირედაქტირება

1801 წლის 18 იანვრისა და 12 სექტემბრის მანიფესტების შემდეგ საქართველოს მართვა-გამგეობა კნორინგს დაევალა. როგორც აღინიშნა კნორინგის მოვალეობაში შედიოდა რეგიონის სულიერ სფეროზე ზრუნვაც. კერძოდ მას დავალებული ჰქონდა, რომ მოექცია ქრისტიანობაზე „წარმართი“ მთიელი ხალხი, რის განსახორციელებლად მას უნდა გამოეყენებინა ადგილობრივი მისიონერები. აღნიშნული მისიონერული მოღვაწეობა ამა თუ იმ ფორმით ხორციელდებოდა 1811 წლამდე, სანამ ობერ-პროკურორმა გოლიცინმა თხოვნით არ მიმართა რუსეთის წმინდა სინოდს, დაენიშნათ სინოდის წევრი არქიეპისკოპოსი ვარლაამი საქართველოს ეგზარქოსად.

1811 წელს საქართველოს საეგზაქოსოს შექმნამდე, საქართველოს ეკლესიის შესახებ არსებობდა შემდეგი სტატისტიკური მონაცემები[1]:

ეპარქია 13
მღვდელმთავარი 7
ეკლესია 799
მღვდელი 746
დიაკონი 146
ეკლესიის მსახური 661
საარქიმანდრიტო 9
არქიმანდრიტი 6
ბერ-მონაზონი 75

1811 წელირედაქტირება

 
საქართველოს ეგზარქოსი ვარლამი

შეიქმნა 1811 წლის 30 ივნისს[1] იმ რეფორმის შედეგად, რომელიც გაატარა ცარიზმმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ქართული ეკლესიის რუსულ ყაიდაზე გარდასაქმნელად. საქართველოს საეგზარქოსოს სათავეში ედგა ეგზარქოსი, რომელიც რუსეთის უწმინდეს სინოდს ემორჩილებოდა. მისი პირველი მმართველი იყო საქართველოს ეგზარქოსი — მიტროპოლიტი ვარლაამი.

საქართველოს ეგზარქოსის ვარლაამის გადაწყვეტილებით არსებული 13 ეპარქიისაგან შეიქმნა ორი ეპარქია:

  1. მცხეთა-ქართლის ეპარქია
  2. კახეთ-ალავერდის ეპარქია

მცხეთისა და ქართლის ეპარქიის მღვდელთმთავარს, როგორც საქართველოს სასულიერო წინამძღვარს, ეწოდა „მცხეთისა და ქართლის მიტროპოლიტი და საქართველოს ეგზარქოსი“.

9 საარქიმანდრიტოდან დარჩა მხოლოდ 5:

  1. ერთი შეიქმნა არსებული ბოდბის ეპარქიის გაუქმების ხარჯზე;
  2. გაერთიანდა ქვაბთახევისა (ანუ ქვათახევის) და შიომღვიმის საარქიმანდრიტოები;
  3. კახეთის საარქიმანდრიტო დარჩა როგორც იყო;
  4. დავით გარეჯის უდაბნო;
  5. გაერთიანდა იოანე ნათლისმცემლისა და შუამთის მონასტრების საარქიმანდრიტოები;

გაუქმდა იკორთის, ლარგვის, თირის საარქიმანდრიტოები.

შეიქმნა დიკასტერიის ინსტიტუტი, რომელსაც დაევალა საქართველოში სასულიერო პირების საქმიანობაზე თვალყურის დევნა.

1814 წელირედაქტირება

1814 წლის 17 ოქტომბერს თბილისში დაარსდა წმინდა სინოდის საქართველო-იმერეთის კანტორა.

1817 წელირედაქტირება

 
საქართველოს ეგზარქოსი თეოფილაქტე

1817 წლის 14 მაისს დაინიშნა საქართველოს ახალი ეგზარქოსი — არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე.

1817 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია.

1818 წელირედაქტირება

1818 წლის 28 დეკემბერს საქართველოს საეგზარქოსოში შეიქმნა ოთხი ეპარქია:

  1. ქართლ-კახეთის ეპარქია
  2. იმერეთის ეპარქია
  3. გურიის ეპარქია
  4. სამეგრელოს ეპარქია

1821 წელირედაქტირება

 
საქართველოს ეგზარქოსი იონა

1821 წლის 19 ივლისს სიღნაღის მაზრის წმ. ნინოს ბოდბის მონასტერში გარდაიცვალა ეგზაქოსი თეოფილაქტე.

1821 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს ახალი ეგზარქოსი — არქიეპისკოპოსი იონა.

1828 წელირედაქტირება

1828 წელს გარდაიცვალა ახტალის ეპისკოპოსი იოაკიმე, ხოლო ახტალის საეპისკოპოსო გაუქმდა.

1832 წელირედაქტირება

1832 წლის 12 მარტს მიტროპოლიტი იონა გაათავისუფლეს და მის მაგივრად დანიშნეს სარატოვის ეპისკოპოსი მოსე.

1834 წელირედაქტირება

1834 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა საქართველოს ეგზარქოსი მოსე.

1834 წლის 1 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსად დანიშნეს ეპისკოპოსი ევგენი.

1842 წელირედაქტირება

1842 წლის 4 აპრილს შეიქმნა კავკასიისა და შავიზღვის ეპარქიები.

1844 წელირედაქტირება

 
საქართველოს ეგზარქოსი ისიდორე

1844 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსად დანინიშნა არქიეპისკოპოსი ისიდორე.

1846 წელირედაქტირება

1846 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[2]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — ვაკანტური
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — იღუმენი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი

1847 წელირედაქტირება

1847 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[3]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — იღუმენი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი

1848 წელირედაქტირება

1848 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[4]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი

1849 წელირედაქტირება

1849 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[5]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი

1850 წელირედაქტირება

1850 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 4 ეპარქია[6]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
  • ლეჩხუმის წინამძღვარი — არქიმანდრიტი თეოფანე

1851 წელირედაქტირება

1851 წლის 15 აპრილს აფხაზეთში დაფუძნდა საარქიეპისკოპოსო კათედრა.

1851 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[7]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
  • მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი — იღუმენი პორფირი
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
  • ლეჩხუმის წინამძღვარი — არქიმანდრიტი თეოფანე
5. აფხაზეთის ეპარქია — უსამღვდელოესი გერმანე

1852 წელირედაქტირება

1852 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[8]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი იოანე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი მიტროპოლიტი დავითი
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი სვიმონი
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი იოანე
  • მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი — იღუმენი პორფირი
3. გურიის ეპარქია — ეპისკოპოსი ექვთიმე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — ეპისკოპოსი ანტონი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
  • ლეჩხუმის წინამძღვარი — არქიმანდრიტი თეოფანე
5. აფხაზეთის ეპარქია — უსამღვდელოესი გერმანე

1854 წელირედაქტირება

1854 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[9]:

1. ქართლ-კახეთის ეპარქია — საქართველოს ეგზარქოსი, ქართლ-კახეთის არქიეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ისიდორე.
  • საქართველოს ვიქარი — ქ. გორის ეპისკოპოსი იოანე
2. იმერეთის ეპარქია — უსამღვდელოესი ეპისკოპოსი ექვთიმე
  • გაენათის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი თეოფანე
  • ჭელიშის მონასტრის წინამძღვარი — იღუმენი ნიკოლოზი
  • მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი — იერომონაზონი იოანე
  • კაცხის წინამძღვარი — იღუმენი იოსები
  • ჯრუჭის მონასტრის წინამძღვარი — იერომონაზონი ნეოფიტე
  • მღვიმევის მონასტრის წინამძღვარი — იღუმენი იოსტოსი
  • ვანის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი — იღუმენი მაკარი
3. გურიის ეპარქია — უსამღვდელოესი, ეპისკოპოსი იოანე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი გაბრიელი
4. სამეგრელოს ეპარქია — უსამღვდელოესი ეპისკოპოსი, თეოფანე ჭყონდიდელი
  • ხობის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ბესარიონი
  • ცაგერის წინამძღვარი — იღუმენი ბესარიონი
  • ლეჩხუმის წინამძღვარი — იღუმენი ამბროსი
5. აფხაზეთის ეპარქია — უსამღვდელოესი გერმანე

1855 წელირედაქტირება

1855 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[10]

1856 წელირედაქტირება

1856 წელს საქართველოს საეგზარქოსოში შედიოდა 5 ეპარქია[11]

1857 წელირედაქტირება

3. გურიის ეპარქია — უსამღვდელოესი, ეპისკოპოსი იოანე
  • შემოქმედის მონასტრის წინამძღვარი — არქიმანდრიტი ანთიმოზი
  • იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი — არქიმანდრიტი თომა

1858 წელირედაქტირება

1858 წლის 1 მარტს მიტროპოლიტი ისიდორე გადაიყვანეს კიევის მიტროპოლიაში, ხოლო მის მაგივრად დანიშნეს არქიეპისკოპოსი ევსევი.

1858 წლის 5 იანვარს გაბრიელ ქიქოძე აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის 6 დეკემბერს გაბრიელი ხელდასხმულ იქნა გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად. ამასთანავე იგი ინიშნება ქართლ-კახეთის სინოდალური კანტორის წევრად და შუამთის მონასტრის არქიმანდრიტად.

1860 წელირედაქტირება

1869 წელირედაქტირება

იმერეთის საეპისკოპოსოს უერთებენ აფხაზეთის ეპარქიას.

1873 წელირედაქტირება

იმერეთის საეპისკოპოსოს უერთებენ სამეგრელოს ეპარქიას და სვანეთს.

1883 წელირედაქტირება

1883 წლის 26 ოქტომბერს ეგზარქოსმა პავლემ აკურთხა განახლებული თბილისის სიონის ტაძარი.

1884 წელირედაქტირება

საქართველოს საეგზარქოსო 1884 წელს[12].

1885 წელირედაქტირება

1885 წლის 12 ივლისს დამტკიცდა კავკასიის ეპარქიებად ახალი დაყოფა.

3 სექტემბერს, ეგზარქოსმა პავლემ აკურთხა აღდგენილი ბიჭვინთის ტაძარი.

1889 წელირედაქტირება

1889 წლის 8 მაისს გაიხსნა ბოდბის მონასტერი.

1891 წელირედაქტირება

1891 წლიდან გამოდიოდა საეგზარქოსოს ჟურნალი (თვეში ოჯერ) — „საქართველოს საეგზაქოსოს სასულიერო მოამბე“.

1894 წელირედაქტირება

1894 წლის 10 სექტემბერს შეიქმნა ვლადიკავკაზის ეპარქია.

1898 წელირედაქტირება

1898 წლის 21 თებერვალს ხოლმისა და ვარშავის მთავარეპისკოპოსი ფლავიანე დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.

1899რედაქტირება

1899 წლის 24 მაისს საქართველოს ეგზარქოსმა აკურთხა ტფილისის მეორე ვაჟთა გიმნაზიაში მდებარე ეკლესია.

1903რედაქტირება

1903 წელს საეგზარქოსო მოიცავდა 4 ეპარქაის: საქართველოს, სოხუმის, გურია-სამეგრელოს და იმერეთის ეპარქიებს.

1917რედაქტირება

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკლესიამ მოახერხა ავტოკეფალიის აღდგენა (1917 მარტი), საქართველოს საეგზარქოსომ არსებობა შეწყვიტა. საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის განმტკიცებამ გამოიწვია მანამდე არსებული საეგზარქოსოს ტერიოტორიის ორ ნაწილად გაყოფა: ერთი მოიცვა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ხოლო დანარჩენს დაერქვა კავკასიის საეგზარქოსო.

პერიოდიკარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ლომინაძე ბ., ეკლესიის რეაქციული როლი 1905-1907 წლების რევოლუციაში, თბ., 1959;

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება