ნიკონი (სოფიისკი)

(გადამისამართდა გვერდიდან ნიკონ სოფიისკი (ეგზარქოსი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკონი.

მთავარეპისკოპოსი ნიკონი (ერისკაცობაში — ნიკოლოზ ანდრიას ძე სოფიისკი; დ. 14 (26) მაისი1861, სოფ. ოზარნიკოვო, კოსტრომის გუბერნია — გ. 28 მაისი (10 ივნისი), 1908, ტფილისი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (9 ივნისი, 190628 მაისი, 1908).

მთავარეპისკოპოსი ნიკონი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნიკოლოზ სოფიისკი დაიბადა 1861 წელს, კოსტრომის გუბერნიის ცუხლომის უეზდის სოფელ ოზარნიკოვოში სამღვდელოს ოჯახში. დაამთავრა სოლიგალიჩის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კოსტრომის სასულიერო სემინარია. 1883 წლიდან მღვდელი. დაქვრივების შემდეგ, 1887 წელს აღიკვეცა ბერად. სანქტ–პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1888 წელს დაინიშნა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად, 1891 წელს ვლადიმირის სასულიერო სემინარიის რექტორად, 1891 წელსვე აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში. 1898 წლის 8 მარტს ვოლსკის ეპისკოპოსი, 1901 წლიდან მოყოლებული ეკავა ნარვის, ვიატკისა და სლობოდის საეპისკოპოსო კათედრები.

1906 წლის 9 ივნისიდან დაინიშნა ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსად, უწმიდესი სინოდის წევრად და საქართველოს ეგზარქოსად.

1908 წლის 28 მაისს, თბილისში, სინოდალური კანტორის ვესტიბიულში მოკლა ცეცხლსასროლი იარაღით, დღემდე დაუდგენელიმა პიროვნებამ. ეჭვი მიტანილ იქნა ეპისკოპოს კირიონზე, რომელიც დააპატიმრეს, მღვდელმოქმედება შეუჩერეს და გადაასახლეს, არქიმანდრიტ ამბროსიზე, რომელიც 1910 წელს გაამართლეს და მღვდელ ნიკოლოზ ნამორაძეზე, რომელიც გაიქცა, თავი სტამბულის ქართველ კათოლიკეთა მონასტერს შეაფარა და საქართველოში მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ნიკოლოზი
საქართველოს ეგზარქოსი
1906 - 1908
შემდეგი:
ინოკენტი