სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესია

სტამბოლის ღვთისმშობლის ქართული კათოლიკური ეკლესია (თურქ. Bomonti Gürcü Katolik Kilisesi) — ლურდის ღვთისმშობლის სახელობის ქართულ-კათოლიკური ტაძარი სტამბოლში, შიშლის რაიონის, ფერიქოის უბანში; ბომონთის კვარტალში.

ბომონთის ქართული ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°03′31″N 28°58′58″E / 41.058611° ჩ. გ. 28.982778° ა. გ. / 41.058611; 28.982778
ქვეყანა თურქეთი
ადგილმდებარეობა სტამბოლი, შიშლის რაიონი, ფერიქოი.
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი ისტორიული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1861

მოქმედია დღეისთვისაც. ერთ-ერთია მცირეოდენ ქართულ კათოლიკურ ეკლესიათაგან. აგებულია 1861 წელს, ქართველი კათოლიკე აბატისა და ეპისკოპოსის, პეტრე ხარისჭირაშვილის თაოსნობით. ფერიქოიშივე დააარსა მანვე დედათა და მამათა მონასტრები. შემდგომში, სტამბოლში მცხოვრებ ქართველ კათოლიკეთა რიცხვის შემცირების გამო, მრევლში მოიმატა თურქ და სომეხ კათოლიკეთა წილმა. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ქალაქში 10 000-მდე მარტო კათოლიკე ქართველი ცხოვრობდა. ადნან მენდერესის პრემიერობისას, 1955 წლის სტამბოლის დარბევის შემდეგ ბევრმა აქაურმა ქართველმა დატოვა ქალაქი. დღესდღეობით სტამბოლის ქართულ-კათოლიკური თემი 200-დან 250-მდე კაცისაგან-ღა შედგება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება