შიშლის რაიონი
შიშლი (თურქ. Şişli) — სტამბოლის 39 რაიონიდან ერთ-ერთია. მდებარეობს ქალაქის ევროპულ მხარეს, ესაზღვრება ბეშიქთაშს აღმოსავლეთში, სარიერს ჩრდილოეთში, ეიუფს და ქაღითჰანეს დასავლეთში და ბეიოღლუს რაიონს სამხრეთში. 2009 წელს, შიშლის მოსახლეობა 316.058 კაცს შეადგენდა.[2]
რაიონი | |
---|---|
შიშლი თურქ. Şişli | |
ქვეყანა | თურქეთი |
რეგიონი | მარმარილოს ზღვის |
მუნიციპალიტეტი | სტამბოლი |
კოორდინატები | 41°03′34″ ჩ. გ. 28°59′12″ ა. გ. / 41.0594806° ჩ. გ. 28.9869194° ა. გ. |
მერი | ჰაირი ინენიუ[1] |
ფართობი | 35.01 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 50 მეტრი |
სიმჭიდროვე | 9,100 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 0-212 |
საფოსტო ინდექსი | 34360, 34371, 34373, 34375, 34377, 34379, 34380, 34382, 34394 და 34396 |
საავტომობილო კოდი | 34 |
ოფიციალური საიტი | http://www.sisli.gov.tr/ |
ისტორია
რედაქტირება1800-იან წლებამდე, შიშლი ითვლებოდა ქალაქგარედ, გამოიყენებოდა სანადიროდ და სოფლის მეურნეობისთვის და დასვენებისთვის. იგი შეიქმნა, როგორც საშუალო კლასის საცხოვრებელი რაიონი ოსმალეთის იმპერიის ბოლო და თურქეთის რესპუბლიკის ადრეული წლების განმავლობაში (მე-19 და მე-20 საუკუნეებში). ფრანგულ კულტურას დიდი გავლენა ჰქონდა ამ პერიოდში და ამიტომ შიშლის ფართო გამზირს აქვს ევროპული სახეს; დიდი ქვის შენობები, მაღალი ჭერით და რკინის აივნით, პატარა ლიფტები კიბეებს შუა და ასე შემდეგ. შიშლის მოსახლეობის სავაჭრო საშუალო კლასი შედგებოდა ებრაელებისგან, ბერძნებისგან და სომხებისგან, ასევე თურქებისგან, შიშლიში ბევრი სახლი აშენდა ბიოღლუს 1873 წლის ხანძრის შემდეგ. დღესდღეობით ბევრი ადგილობრივი სომხური სათვისტომოს ოჯახი ცხოვრობს შიშლის ქურთულუშის სამეზობლოში. ეს ადგილი ასევე პოპულარული იყო ლევანტინელებს შორის, რომლებიც სავაჭრო ოჯახები იყვნენ ამ პერიოდში. შიშლი იზიდავდა ბევრ ემიგრანტებს საბერძნეთიდან და ბალკანებიდან. მე-19 საუკუნის ბოლოს, შიშლი იყო ერთ-ერთი პირველი ტერიტორია, რომელსაც მიეწოდა დენი და ბუნებრივი აირი, აგრეთვე გაიყვანეს ტრამვაის ხაზი. ამ პერიოდში აქ ასევე აშენდა დიდი საავადმყოფო.
1920 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნების შემდეგ, უფრო და უფრო დიდი შენობები აშენდა ფართო გამზირების გასწვრივ, როგორიცაა ჰალასკარგაზის გამზირი (Halaskargazi Caddesi), რომელიც არის ძირითადი გზა და გადის შიშლის შუაში, თავისი პატარა არკებით, მაღალი შენობების ქვემოთ მაღაზიებით, ბინებით და ოფისებით. რესპუბლიკის დროს, ტერიტორია ჯერ კიდევ საშუალო კლასის რეზიდენცია იყო, ხოლო მოვაჭრეები გახდნენ მწერლებად და პოეტებად, ასევე შიშლიმ შეიძინა თეატრები, კაფეები და სხვა კულტურული კეთილმოწყობა. 1950 წელს შიშლიში აშენდა სასტუმრო Hilton Istanbul Bosphorus. 1950 წლიდან მოყოლებული ანატოლიის მოსახლეობამ დაიწყო გადაადგილება სტამბოლის მიმართულებით სამუშაოდ. უმეტეს შემთხვევაში, ისინი უკანონოდ აშენებდნენ სახლებს თავისთვის, იმ მიწებზე, რომლებიც მთავრობის საკუთრებაში იყო, ასე გაჩნდა გეჯექონდუები (ფაველები).
შიშლის ცენტრი დღეს
რედაქტირებადღეს, როდესაც შიშლის მდიდარი ელიტა გადავიდა საცხოვრებლად ქალაქგარეთ, გრანდიოზული გამზირის დიდ შენობებში განლაგებულია ოფისები, ბანკები და სავაჭრო ცენტრები. 1970-იან წლებში ყველაზე ძველი შენობები დაანგრიეს და ააშენეს ახლები, რომლებიც ალბათ ნაკლებად აღსანიშნავია თავისი სტრუქტურით. გამზირის უკანა ქუჩები კვლავ საცხოვრებელია და ბევრი სამუშაო კლასის ოჯახები და სტუდენტები, აქ ცხოვრობენ. შიშლი დღეს სტამბოლის ერთ-ერთი ცენტრალური რაიონია, რომელიც იზიდავს ბევრ ტურისტს.
ბიზნესი და შოპინგი
რედაქტირებაროგორც ქალაქის ცენტრალური რაიონი, მას კარგად ემსახურება საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი და სხვა ინფრასტრუქტურა, შიშლი არის სავაჭრო ცენტრი, ბევრი სავაჭრო ცენტრებით. მთავარი გზის მეშვეობით შიშლი უკავშირდება ცათამბჯენების მიკრორაიონებს: მეჯიდიექოის, გაირეთეფეს და ლევენთს, ხოლო მთელი გზა აშენებულია საოფისე შენობებით. ევროპის უმსხვილესი და მსოფლიოში სიდიდით მეორე (ურბანული ტერიტორია) სავაჭრო ცენტრი — ჯევაჰირ სტამბოლი (Cevahir İstanbul), მდებარეობს აქ. შიშლიში ასევე ბევრი ცნობილი ძვირი მაღაზიები მდებარეობს. ძირითადად, ისინი მდებარეობენ ელეგანტური და მომხიბლავი ნიშანთაშის ტერიტორიაზე. პარკინგი რაიონის ყველაზე დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით შიშლის ვიწრო ქუჩებში.
შიშლის რაიონში მდებარეობს ასევე ბევრი პრესტიჟული სკოლები და დერსანები (dersane), აგრეთვე რამდენიმე ცნობილი უმაღლესი სასწავლებელი და საღამოს და შაბათის სკოლები, სადაც ხალხი მოდის უმაღლესი სასწავლებლის მისაღებ გამოცდებზე მოსამზადებლად ან ინგლისურის სასწავლოდ.
არსებობს ბევრი ცნობილი კაფეები და რესტორნები, მათ შორის სწრაფი კვების ობიექტები სტუდენტებისა და მყიდველებისთვის.
მიკრორაიონები
რედაქტირება- ესენთეფე — მიკრორაიონი, სადაც მდებარეობს შიშლის მუნიციპალიტეტი და ზინჯირლიქუიუს სასაფლაო. მეზობელი მიკრორაიონებია გაირეთეფე, ლევენთი და მეჯიდიექოი, აგრეთვე ბეშიქთაშის რაიონი. ესენთეფე ასევე მოიცავს ლევენთის ბუიუქდერის ქუჩის დასავლეთ მხარეს, სადაც განლაგებულია ყველაზე ბევრი მოედნები.
- ქურთულუში — ცნობილია როგორც Tatavla (ბერძ. Ταταύλα; "საჯინიბო"), ოსმალეთის პერიოდში, იყო დასახლებული ბერძნებით, ხოლო შემდეგ სომხებით. რაიონი, ძირითადად აშენებული იყო ხის სახლებით, სანამ 207 სახლი არ დაიწვა დიდი ხანძრის დროს, 1929 წლის 13 აპრილს. ხანძრის შემდეგ, იგი აღადგინეს ქვის სახლებით, დროთა განმავლობაში, აშენდა ბეტონის შენობები, რომლებშიც შემდეგ განთავსდა კაფეები, საკონდიტროები და მაღაზიები. ამ კოსმოპოლიტურ მიკრორაიონს დიდი ხნის ისტორია აქვს, იგი ბევრი მომღერლის, მხატვრის და მსახიობის სახლი იყო. არსებობს მცირე რაოდენობის მიმზიდველი ძველი კორპუსი, მაგრამ ყველა აგებულია 1960 წლიდან. იგი ასევე ცნობილია ძირითადად მისი ტრადიციული კარნავალით, რომელიც ორგანიზებული იყო ყოველ წელს, მარხვის დაწყების წინ. ცოტა ხნის წინ მიკრორაიონში, ისევე როგორც სტამბოლის მრავალ სხვა ისტორიულ უბნებში, მიმდინარეობს მასობრივი აღდგენის პროექტები, რა დროსაც ისტორიულ შენობებს არემონტებენ.
- თაშვიქიე — საწყისი ბეშიქთაშის აღმართთანაა, ძველად-დაფუძნებული სმარტ (ჭკვიანი) ტერიტორია, ევროპული სტილის ბევრი კლასიკური შენობებით, ასევე სტამბოლის მაღალი კლასის სავაჭრო რაიონი, თაშვიქიე არის სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საცხოვრებელი უბანი.
- ნიშანთაში — მიკრორაიონო, რომელიც მოიცავს თაშვიქიეს, ცნობილია თავისი მრავალი არტ-ნუვოს კორპუსებით. The American Hospital (ამერიკული საავადმყოფო), რომელიც ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო საავადმყოფოა, ასევე მდებარეობს აქ. ნიშანთაშის, ასევე გააჩნია მრავალი თანამედროვე ბარი და რესტორნი.
- მეჯიდიექოი — ბიზნეს-სავაჭრო მიკრორაიონი, შიშლის ჩრდილოეთში; სტამბოლის კომპიუტერული ტექნიკის ძირითადი ბაზარი. მაღალი საოფისე შენობების ვიწრო ქუჩებით. ქალაქის ერთ-ერთი ხმაურიანი უბანი.
- ოქმეიდანი — მიკრორაიონი შიშლის ჩრდილოეთში, რამდენიმე დიდი საავადმყოფოს სახლი. ოსმალეთის ჯარების მშვილდოსნობის საპრაქტიკო ადგილი (საიდანც წამოვიდა რაიონის სახელი: "Okmeydanı" - „მშვილდის მოედანი“), და ოსმალეთის მეჩეთი აშენდა აქ.
- ქუშთეფე — გეჯექონდუს (უკანონოდ აშენებული უბანი) მიკრორაიონი, ცუდი საცხოვრებელი პირობებით, ტრადიციულად დაკავებული ბოშების და სოფლის მიგრანტების მიერ. აქტიურად მიმდინარეობს რაიონის ტრანსფორმაცია (გარდაქმნა).
- ფანგალთი — Surp Agop Hospital და წმინდა სულის საკათედრო ტაძრის (Cathedral of the Holy Spirit) სახლი.
საინტერესო ადგილები
რედაქტირებამუზეუმები და ისტორიული ადგილები
რედაქტირება- სტამბოლის სამხედრო მუზეუმი
- სტამბოლის ათათურქის მუზეუმი
- იჰლამურის სასახლე
- სტამბოლის თავისუფლების ძეგლი
სპორტული ნაგებობები
რედაქტირებაგასართობი ობიექტები
რედაქტირებარელიგიური შენობები
რედაქტირება- შიშლის მეჩეთი
- თაშვიქიეს მეჩეთი
- წმინდა სულის საკათედრო ტაძარი
სავაჭრო ცენტრები
რედაქტირებამაღალი შენობები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ İstanbul-İlçeler-Şişli Turkish. İstanbul Net. ციტირების თარიღი: 2011-10-15.
- ↑ 2009 Census of Turkey. Turkish Statistical Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-04. ციტირების თარიღი: 2010-03-11.