არტ-ნუვო, იგივე მოდერნი (ფრანგ. Art Nouveau — „ახალი ხელოვნება“) — სტილი ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში, რომელმაც პოპულარობის პიკს მე-20 საუკუნის დასაწყისში მიაღწია. სხვა უფრო ლოკალური ტერმინები, რომლებმაც წინაპირობა შეუქმნა რადიკალურ, როფორმისტულ შოკს მე-20 საუკუნის მოდერნიზმში, იყო „იუგენდსტილი“ გერმანიასა და ნიდერლანდებში და „სეცესიონსტილი“ ვენაში, „ლიბერტი“ — იტალიაში, ხოლო „მოდერნიზმო“ — ესპანეთში, სადაც პროგრესული ხელოვანები და დიზაინერები სალონურ გამოფენათა მიმდინარეობას გამოეყვნენ, საკუთარი თავის უფრო კონგენიალურ გარემოებებში წარმოჩენისთვის.

ეროვნული ბანკის შენობა, ქართული არტ-ნუვო არქიტექტურაში

რუსეთში ეს მიმდინარეობა სამხატვრო ჟურნალი „ხელოვნების სამყარო“ ირგვლივ ტრიალებდა, რომელმაც რევოლუციური „ბალე-რუსი“ (Ballets Russes) წარმოშვა. იტალიაში „სტილ-ლიბერტი“ მიმდინარეობას საფუძველი ჩაუყარა ლონდონურმა მაღაზიამ „Liberty & Co“, რომელიც თანამედროვე დიზაინს ავრცელებდა კომერციულ ასპექტში გამოსახული ხელოვნების ნიმუშებით. კატალონიაში „მოდერნიზმო“ ძირითადად ბარსელონაში ვითარდებოდა და მისი ყველაზე ცნობილი პრაქტიკოსი ანტონიო გაუდი იყო. საქართველოში რუსეთის მსგავსად ამ სტილს მოდერნსაც უწოდებდნენ.

არტ-ნუვოს კარიერა

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ არტ-ნუვომ კლიმაქსს 1892-1902 დეკადაში მიაღწია, მისი პირველი ნიშნები უკვე 1880-იან წლებში შეიმჩნეოდა „არტს-ენდ-კრაფტს“ (Arts and Crafts) მიმდინარეობის პროგრესულ დიზაინერულ ნიმუშებში, როგორიცაა არქიტექტორ-დიზაინერ ართურ მაკმურდოს 1883 წელს გამოქვეყნებული წიგნის გარეკანის დიზაინი ნარკვევისთვის სერ ქრისტოფერ ვრენის ქალაქურ ეკლესიებზე. ამავე პერიოდის ზოგიერთი თავისუფალი მოტივის ჭედური ლითონის ნამუშევრები და ბრტყელი ყვავილოვანი ტექსტილის დიზაინერული ნიმუშებიც შეიძლება მიკუთვნებულ იქნას პროგრესულ მიმდინარეობაზე, თუმცა მათი უმრავლესობა ასევე მაღალი ვიქტორიანული მცენარეული ჩუქურთმის გავლენაც უნდა იყოს.

სახელწოდება „არტ-ნუვო“ მომდინარეობს ავავე სახელის მაღაზიისგან პარიზში, „Maison de l'Art Nouveau“, იმ დროისთვის სემუელ ბინის განკარგულებაში, სადაც გასაყიდად გამოფენილი იყო სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ამ განსაკუთრებულ დიზაინში იყო გადაწყვეტილი.

არტ-ნუვოს ევოლუციამ კულმინაციას მიაღწია 1900 წელს პარიზში გამართულ უნივერსალურ მსოფლიო ექსპოზიციაზე, სადაც მოდერნი ტრიუმფს განიცდის ყველა ფორმასა და მედიუმში. მიმდინარეობამ სავარაუდოდ აპოგეას მიაღწია 1902 წლის ტურინის ექსპოზიციაზე იტალიაში, სადაც დიზაინერები თითქმის ყველა ევროპული ქვეყნიდან საკუთარ ნიმუშებს ექსკლუზიურად არტ-ნუვო სტილში წარადგენენ. არტ-ნუვო იყენებდა გვიანდელი მე-19 საუკუნის თითქმის ყველა ტექნოლოგიურ ინოვაციას, როგორიცაა გაშიშვლებული ლითონი და ვრცელი უსწორმასწორო ფორმის მინა არქიტექტურაში, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთვის არტ-ნუვოს ზედმიწევნით სტილიზებული დიზაინი, რომელიც თავისთავად საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, შეცვალა უფრო სწორხაზოვანმა, მართკუთხა მოდერნიზმმა, რომელიც უფრო იაფი და, როგორც მიიჩნევდნენ, უფრო აესთეტიური იყო წმინდა ინდუსტრიული თვალსაზრისით.

პარიზის მეტროს შესასვლელები ჰექტორ გიმარდის დიზაინით 1899 და 1900 წლებში არტ-ნუვო მიმდინარეობის განსაკუთრებით აღსანიშნავი და საქვეყნოდ ცნობილი ნიმუშებია.

ქართული არტ-ნუვო

რედაქტირება
 
ყოფილი ძველი თბილისის უნივერმაღი (ამჟ. თი-ბი-სი ბანკის შენობა), აგებული 1910 წელს.

ცოტასთვის თუ არის დღეს ცნობილი, რომ საქართველოს შეუძლია დაიტრაბახოს შენობათა საკმაოდ მნიშვნელოვანი კოლექციით, რომელიც მე-19/20 საუკუნეების მიჯნაზე პოპულარულ არქიტექტურულ მიმდენარეობას მიეკუთვნება. საბჭოთა პერიოდში არტ-ნუვო ფენომენი ბურჟუაზიულ კულტურად იქნა შერაცხილი და ამგვარად იგნორირებული იყო. მცირე კოლონიურ საქართველოში, რომელიც ევროპის კულტურული მოვლენების ეპიცენტრიდან მოშორებით მდებარეობდა მე-20 საუკუნის დასაწყისში მრავალი შესანიშნავი არტ-ნუვო შენობა გაჩნდა: სკოლები, სახელოსნოები, კინო-თეატრები, თეატრები, მაღაზიები, ბანკები, საავადმყოფოები, და არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც: სოხუმი, გაგრა, ახალი ათონი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, დუშეთი, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვ. მრავალი საინტერესო არტ-ნუვო სამარხი მდებარეობს ისტორიულ სასაფლაოებზეც. თუმცა მიუხედავად ამისა მსოფლიოსთვის საქართველოს წვლილი ამ სტილში თითქმის უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ არტ-ნუვო საერთაშორისო მიმდინარეობა იყო, ქართულ არტ-ნუვო არქიტექტურაში ადგილობრივი ფორმებია შერწყმული. შედეგად მიღებულ იქნა ორიგინალური სინთეზი ევროპული სტილის ფასადებისა ქუჩის მხარეს და ქართული ხის აივნებისა არტ-ნუვო დეკორაციებით ეზოს მხარეს. ამ სტილის არქიტექტურა ევროპული ნიმუშების მექანიკური განმეორება არ ყოფილა: აქ ვხვდებით არტ-ნუვო ორნამენტებს ორიგინალური დაგეგმარებით, ავეჯით, მოზაიკით, მოჭიქული მინის პანელებით, ძეგლებით, ბუხრებით, ინტერიერის სხვა დეკორაციებითა და მაღალმხატვრული ფასადებით.

საბჭოთა პერიოდში ბურჟუაზიული არტ-ნუვოს სტილი იგნორირებულ იქნა და მრავალი უნიკალური ძეგლი სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა მიუხედაობის გამო. ახალი ეკონომიკური კლიმატის პირობებში არტ-ნუვო არქიტექტურის აღდგენის ცალკეული მცდელობების გარდა ადრინდელი ტენდენციის უკუქცევა ჯერ ვერ მოხერხდა. ძირითადი საშიშროება არტ-ნუვო მონუმენტებისთვის არის: შენობათა სავალალო ფიზიკური მდგომარეობა, გაუმართლებელი არასწორი თანამადროვე ჩარევა, აღდგენითი სამუშაოების ნაკლებობა, არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის ინიციატივის ფაქტობრივი არარსებობა, კულტურული მემკვიდრეობის დარგში საკანონმდებლო ვაკუუმი და ასევე არტ-ნუვო კულტურის მსოფლიო ღირებულებაზე ინფორმაციის სიმწირე.

სახელმწიფოს ყურადღება და დაფინანსება ძირითადად მიმართულია მხოლოდ საქართველოს უძველესი არქიტექტურის დაცვისკენ. 1990-იან წლებში ქართველ არქიტექტორთა ჯგუფის მიერ შეიქმნა ქართული არტ-ნუვოს გადარჩენის ზეწოლის ჯგუფი, რომელთაც რამდენიმე პროექტი განახორციელეს ამ დარგში: ღია საზოგადოება საქართველოს ფონდის დაფინანსებით ჯგუფმა 1997 წლის აპრილში მოახდინა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი შენობის დოკუმენტაცია.

არტ-ნუვოს ცნობილი წარმომადგენლები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება