თიბისი ბანკის შენობა
(გადამისამართდა გვერდიდან თი-ბი-სი ბანკის შენობა)
თი-ბი-სი ბანკის შენობა — ყოფილი ცენტრალური უნივერმაღი, 1910-იან წლებში აგებული არტ-ნუვო (ასევე მოდერნი) სტილის ერთ-ერთი შენობა მარჯანიშვილის ქუჩაზე, №7-ში, თბილისი, გამორჩეული დეკორატიული ფასადითა და ინტერიერით. ამჟამად განლაგებულია თი-ბი-სი ბანკის სათავო ოფისი. აშენდა კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების დაკვეთით. პროექტი ეკუთვნის ლუჩანო დე ბლასა და ანჯელო ანდრეოლეტის. 2005 წელს სრულყოფილი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თავდაპირველი იერის შენარჩუნებით.