ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბალე-რუსი (ფრანგ. Ballets russes), ან დიაგილევის რუსული ბალეტისაბალეტო კომპანია, დაარსებული 1911 წელს რუსული თეატრალური მოღვაწისა და ხელოვნებათმცოდნის სერგეი დიაგილევის მიერ. მისი იდეა 1909 წელს გამართულ "რუსულ სეზონზე" გაჩნდა და წარმოდგენები 20 სეზონის განმავლობაში იდგმებოდა დიაგილევის სიკვდილამდე 1929 წელს. კომპანია განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობდა საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთში.

ოგუსტ მაკის "რუსული ბალეტი" (1912).

დიაგილევის ანტრეპრიზამ დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ რუსულ ბალეტზე, არამედ მთელი მსოფლიოს ქორეოგრაფიულ ხელოვნებაზე. დიაგილევმა აღზარდა უაღრესად ნიჭიერ მოცეკვავეთა და ქორეოგრაფთა მთელი პლეადა — ვაცლავ ნიჟინსკი, ლეონიდ მიასინი, მიხაილ ფოკინი, სერჟ ლიფარი, ჯორჯ ბალანჩინი. დიაგილევის დადგმებისთვის სცენურ დეკორაციებსა და კოსტიუმებზე მისი თანაგუნდელები მუშაობდნენ გაერთიანებიდან "მირ ისკუსტვა" - ლეონ ბაქსტი და ალექსანდრე ბენუა. მოგვიანებით დიაგილევმა დეკორატორების სახით მიიზიდა ევროპის მოწინავე მხატვრები - პაბლო პიკასო, ანდრე დერენი, კოკო შანელი, ანრი მატისი და მრავალი სხვა, ასევე რუსი ავანგარდისტები - ნატალია გონჩაროვა, მიხაილ ლარიონოვი, ნაუმ გაბო, ანტუან პევზნერი. არა ნაკლებ წარმატებული იყო თანამშრომლობა იმ წლების განთქმულ კომპოზიტორებთან - რიხარდ შტრაუსთან, ერიკ სატისთან, მორის პაველთან, სერგეი პროკოფიევთან, კლოდ დებიუსისთან, განსაკუთრებით კი მის მიერ აღმოჩენილ იგორ სტრავინსკისთან.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბალე-რუსი“-დან