კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება
კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება (რუს. Общество восстановления православного христианства на Кавказе; 1860 — 1917) — კავკასიაში მოქმედი მართლმამდებელი ქრისტიანობის მისიონერული ორგანიზაცია რუსეთის იმპერიის დროს. საზოგადოება იმართებოდა, თბილისში დაფუძნებული საბჭოს მიერ, რომელსაც სხვადასხვა დროს თავჯდომარეობდა კავკასიის მეფისნაცვალი და საქართველოს ეგზარქოსი.
ნიშანი
რედაქტირებასაკუთარი საქმიანობის ლეგიტიმაციისთვის საზოგადოების მისიონერული საქმიანობა დაკავშირებული იყო მოციქულთასწორის და ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს სახელთან.
საზოგადოების ბიუჯეტი ივსებოდა შემოწირულობებზე. შემომწირველი ჯილდოვდებოდა სპეციალური ნიშნით, რომელიც წარმოადგენდა იისფერ (რუს. Лиловый) ლენტზე დაკიდებულ წმინდა ნინოს ნიშანს (ნიშანი) — ჯვარს. არსებობდა ჯილდოს ოთხი ხარისხი.
წმინდა ნინოს 1-ლი და მე-2 ხარისხის ნიშნების ტარება ხდებოდა ყელზე, მე-3 და მე-4 ხარისხის კი მკერდზე. რუსეთის იმპერიაში წმინდა ნინოს ნიშანი ჯილდოების ძირითად სახეობაში შედიოდა.
ისტორია
რედაქტირება1811 წელს რუსეთმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებულად გამოაცხადა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გადაასახლა და რუსეთის წმინდა სინოდისადმი დაქვემდებარებული ეგზარქოსობა დააწესა.[ა] სინოდმა საქართველოს პირველ ეგზარქოსად დანიშნა ვარლამი, ქსნის ერისთავის ძე, რომელიც ასევე ხდებოდა რუსეთის წმინდა სინოდის წევრი. მის შემდეგ კი ამ სასულიერო თანამდებობაზე მხოლოდ რუსეთიდან გამოგზავნილი მღვდელმთავრები ინიშნებოდნენ. ამგვარად, რუსეთი საქართველოში და მთლიანად კავკასიაში საეკლესიო საქმეებსაც თავად განაგებდა.
რუსეთის ერთ-ერთი არქიეპისკოპოსის იოსების თხოვნით რუსეთის წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 1745 წელს არქიმანდრიტ პახომის ხელმძღვანელობით კავკასიაში გამოაგზავნა პირველი მართლმადიდებლური მისია. რუსეთიდან გამოგზავნილმა მისიამ 1814 წლიდან, საქართველოში ეგზარქოს თეოფილაქტეს მოღვაწეობის დროს კავკასიის მთიანეთში 40000-მდე ადამიანი მონათლა და ააშენა 40 ეკლესია.
1850 წლებში, როცა დასრულდა კავკასიის დაპყრობის „ძალოვანი პერიოდი“, მეფის რუსეთმა ყურადღება მიაპყრო რეგიონის სამშვიდობო მმართველობას, სადაც დიდი როლი ქრისტიანულ ეკლესიას ევალებოდა. სწორედ ქრისტიანული ეკლესიის სამშვიდობო პოტენციალს მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეეტანა ადგილობრივი მოსახლეობის რუსეთის იმპერიის საერთოსახელმწიფოებრივ წესებთან ადაპტირების საქმეში.
კავკასიაში მისიონერული მოღვაწეობას საფუძვლად ედებოდა უძველესი პერიოდიდან აქ გავრცელებულ ძირითად ქრისტიანულ მიმდინარეობა — მართლმადიდებლობაზე. იქიდან გამომდინარე რომ რუსეთის იმპერია აღნიშნული რელიგიის მატარებელი იყო, გადაწყდა შექმნილიყო საერთორუსული საზოგადოებრივ-საზელმწიფოებრივი ორგანიზაცია — „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება“, რომელიც ჯერ კიდევ 1814 წელს თბილისში დაფუძნებული ანალოგიური ტიპის ორგანიზაცია — ოსეთის სასულიერო კომისიის სანაცვლოდ შეიქმნა, რომელიც სათანადოდ ვერ ართმევდა თავს ცენტრალური კავკასიაში მთიელთა გაქრისტიანებას.
საზოგადოების შექმნის ინიციატორი კავკასიის მეფისნაცვალი ალექსანდრე ბარიატინსკი იყო. უმაღლესი სამხედრო პირი რეგიონში, შემდგომში შამილის დამმარცხებელი თვლიდა რომ მთიელი ხალხი აითვისებდნენ რა ქრისტიანულ რწმენას თავს დაანებედნენ მტაცებლურ მიდრეკილებებს.
…ამ საზოგადოების შექმნის იდეა ეკუთვნის სამამულო ისტორიის ორ ბრწყინვალე პიროვნებას – კავკასიის მეფისნაცვალს ალექსანდრე ივანეს-ძე ბარიატინსკის და მის მაღალუწმინდესობას ისიდორეს (ნიკოლსკის), ქართლ-კახეთის მიტროპოლიტს, საქართველოს ეგზარქოსს.
— ბერი ანდრეი (მოროზი)
ჯერ კიდევ 1857 წელს ის ენერგიულად მუშაობდა მისი ჩანაფიქრის აღსასრულებლად. იდეას სრულ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს ეგზარხოსი — ისიდორე. აღნიშნული საქმის წამოწყების აუცილებლობაში დარწმუნებული იყო იმპერატრიცა მარია, რომელმაც შემდგომში აღნიშნული საზოგადოება პირადი მფარველობის ქვეშ აიყვანა. ა. ბარიატინსკიმ კავკასიის კომიტეტის სახელზე დაწერა წერილი, სადაც გაანალიზებული იყო აღნიშნული საზოგადოების მნიშვნელობის საკითხი.
კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოების შექმნა მართლმადიდებლური სახელმწიფოს ვალია. საქმე ეხება საკითხებს, რომლის მიმართაც რუსეთი ვერ იქნება გულგრილი, ესენია: მისი უმცროსი ძმების რელიგიური განათლება, რომლებიც ყოველდღიურად შორდებიან ქრისტეს წმინდა საყდრის წიაღს; სიდიადე რუსეთისა, რომელმაც კავკასიაში უნდა დაანგრიოს მიურიდიზმში არსებული მუსულმანური ზიზღით მის მიმართ გამოწვეული წინააღმდეგობა. კერძო პირთა კავშირმა ხელი უნდა შეუწყოს ამ საქმეს, რათა შეინარჩუნოს და გაავრცელოს ქრისტიანობა კავკასიელ ტომებში. მართლმადიდებლობა რუსეთის მთავარი სახალხო ძალაა და, თავის მხრივ, ღვთის იარაღს წარმოადგენს მართლმადიდებლობის გამარჯვებისათვის ბრძოლაში. საჭიროა, რომ ყოველმა რუსმა, რომელიც იღწვის მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად, სამშობლოს სადიდებლად შეძლოს თავისი წვლილის შეტანა. საჭიროა საერთო ძალისხმევა: რასაც ერთი რუსი ვერ შეძლებს, მას მთელი რუსეთი გააკეთებს.
1857 წლის 2 დეკემბერს წერილი განხილულ იქნა კომიტეტის სხდომაზე, ხოლო შემდგომ იმპერატორ ალექსანდრე II-ის მიერ იქნა დამტკიცებული. დიდი ინტერესით მოეკიდა აღნიშულ წამოწყებას კავკასიისა და შავიზღვისპირეთის ეპარქიის ყოფილი პირველი ეპისკოპოსი იერემია, რომელმაც აზრები თავის წერილებში «24 письмах на Кавказ» გადმოსცა.
საზოგადოების წესდება რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ დაამტკიცა და 1860 წელს უკვე „მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების“ საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა. წესდების მიხედვით, საზოგადოება პირველ რიგში მიზნად ისახავდა რელიგიურ–საგანმანათლებლო საქმიანობას: რელიგიური წიგნების თარგმნას და გამოცემას ადგილობრივ ენებზე, განათლებას, სკოლების მოწყობას, სტიპენდიებს და სხვა. საზოგადოების კიდევ ერთი მიმართულება ეკლესიების მშენებლობა იყო. საზოგადოების არსებობის პირველი დღიდან მისი მფარველი იყო იმპერატრიცა მარია თეოდორეს ასული, რომელმაც დიდი შესაწირი გაუკეთა საზოგადოებას. ნელ-ნელა მოხდა რუსეთის იმპერიის გარემოცვაში მყოფი სკეპტიკოსების დაყოლიებაც. 1860 წლის იანვარში საზოგადოების პროექტის განხილვისას დიდი როლი ითამაშა დიდმა თავადმა კნიაზ კონსტანტინე ნიკოლოზის ძემ. 1860 წლის 9 ივნისს ორგანიზაციის წესდება დამტკიცდა[1]. ახლადშექმნილმა ორგანიზაციამ ბინა კავკასიის ადმინისტრაციულ ცენტრში თბილისში დაიდო.
საზოგადოებისთვის თავდაპირველად საკმაოდ დიდი თანხები იქნა გაღებული დაახლოებით 200 ათასი მან., რომელთაგან 119738 მან. იმპერატრიცა მარიას შემოწირულობა იყო. კავკასიის თითქმის ყველა ეპარქიაში შეიქმნა სპეციალური ცენტრები სადაც ხდებოდა შემოწირულობის მიღება.
გახდა რა კავკასიაში რელიგიური მიმართულების ერთ-ერთი მსხვილი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დაიწყო მის რიგებში წევრების მიღება როგორც რუსეთის ისე საზღვარგარეთიდან. წესდებით განსაზღვრული იყო წევრობის 4 ჯგუფი. 1860-იანი წლების შუა ხანებში საზოგადოების წევრთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა, ხოლო შემოწირულობის ცენტრები მოფენილი იყო 200-მდე ქალაქში როგორც რუსეთში ისე საზღვარგარეთ.
ორგანიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გადაწყდა რომ საწყის ეტაპზე მოხდებოდა ქრისტიანობის გავრცელება იმ რეგიონებში სადაც ის დაკნინებულ მდგომარეობაში იყო. ასეთები აღმოჩდა:სამურზაყანო, სვანეთი, სამხრეთ ოსეთი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი. ამისათვის გადაწყდა შემდეგი: 1) წმინდა წერილი გადატარგმნილიყო ოსურ, აფხაზურ, სვანურ და ქისტურ ენებზე. უკანასკნელი სამ ენაზე გადათარგმნა შეუძლებელი იყო ანბანის არ არსებობის გამო. აღნიშულის გამოსწორება დაევალა კომიტეტის წევრს გენერალ-მაიორ ბარტოლომეის. 2) საზოგადოება აღადგენს ძველ ნაეკლესიარებს და ძველის ადგილას იწყებს ახლის შენებას. პირველ ეტაპზე გადაწყდა ეკლესიების აშენება: ა) ხევსურეთში – სოფ. არდოტნში, ლებაისკარი და ხახმატში, ბ) თუშეთში – სუფ. ილურტე, ნაციხვარი, შენაქო და თიანეთი, გ) სვანეთი – სოფ. ფარი და ბეჩო, და გ) სამურზაყანო – კუმი და ბედია. 3) დაურიგდეთ მისიონერებს სამუშაო ინსტრუქცია. 4) გაიხსნას თბილისისა და სტავროპოლის სემინარიებში სპეცკლასი მთიელ ხალხთან მისიონერული მოღვაწეობისათვის.
1862 წელს ბარიატინსკი მიხეილ ვორონცოვმა შეცვალა რომელმაც გააგრძელა მისი წინამორბედის დაწყებული საქმე. 1860 წელს მიღებული წესდება 1865 წლის 9 იანვარს ახალი წესდებით შეიცვლა, რომელიც იმპერატორმა ალექსანდრე II-მ დაამტკიცა.
1885 წლის 14 იანვარს დადგა საზოგადოების რეორგანიზაციის საკითხი. 9 თებერვალს დამტკიცდა ახალი წესდება, რომლის მიხედვითაც საზოგადოების მართვა საქართველოს ეგზარქოს გადაეცა.
საზოგადოების ხელშეწყობით კავკასიაში იქნა აღდგენილი ძველი ტაძრები, მრავალი ხელახლა აშენდა, გაიხსნა სკოლები და მოეწყო მონასტრები. იმდენად ძლიერი იყო თბილისის მისიონერთა კავშირი, რომ 1885 წელს საქართველოს ეგზარქოსის წინადადებით იხსნება თბილისის მისიონერთა კავშირთან არსებული ვლადიკავკაზის ფილიალი. 1900 წელს თბილისში მისიონერების კავშირს ჰქონდა გახსნილი რვა სამრევლო სკოლა, რომელშიც 500-ზე მეტი ადამიანი სწავლობდა.
ორგანიზაცია თავისი არსებობის მანძილზე მრავალმხრივი მიმართულებით მოქმედებდა კავკასიაში. მისი ძალისხმევით აშენდა საეკლესიო-საგანმანათლებლო სკოლები ოსეთის ტერიტორიაზე ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთი კავკასიის სხვადასხვა გუბერნიებში. მისი განყოფილებები ფუნქციონირებდა ვლადიკავკაზსში, ზუგდიდში, სოხუმსა და ბარისახოში. XIX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს საზოგადოების ბიუჯეტი შეადგენდა 148 984 მან., რაც იძლეოდა საშუალებას ემართა 156 სკოლა, 204 ტაძარი და სამლოცველოები. შტატი ითვლიდა 1248 ადამიანს.
ოსური ანბანის შექმნასთან ერთად საქართველოს საეგზარქოსომ თბილისში გამოუშვა იოანე ოქროპირის ჟამისწირვა ოსურ ენაზე, სამოციქულო და სხვა საეკლესიო ლიტერატურა.
ქრისტიანობის გავრცელების მნიშვნელოვანი კერას წარმოადგენდა სოფ. არდონი, სადაც მოღვაწეობდა ალექსანდიული სასულიერო მისიონერული სემინარია. 1905 წელს აქ ჩატარდა ვლადიკავკაზის ეპარქიის კრება.
მართალია საზოგადოებამ ვერ მიაღწია 1857 წელს ბარიატინსკის ჩანაფიქრს მაგრამ დადებითი ძვრები კავკასიის მხარეში მაინც შეიმჩნეოდა.
1890 წელს საზოგადოებამ აღნიშნა 30 წლისთავი, ხოლო 1910 წელს თავისი მუშაობის საიუბილეო 50 წლისთავი.
1891 წლის აგვისტოდან, თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის და საძმოს წევრის მამა ისიდორეს ინიციატივით მისიონერების მოღვაწეობა თბილისში დაიწყო, როდესაც იხსნება მისიონერების ღვთისმშობლის საფარველის პირველი ეკლესია, თბილისის ღარიბ და არაკეთილმოწყობილ უბანში — რიყეზე.
1910 წელს საზოგადოების 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემული იყო აღნიშნულ პერიოდში კავკასიაში მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა. როგორც ალბომში მინაწერი იუწყება: „წინამდებარე ალბომი გამოიცა 1910 წელს საზოგადოების საბჭოს მიერ მისი დაარსებიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის სიმცირის გამო, ალბომში ვერ შევიდა საზოგადოების მიერ დაარსებული ყველა სასულიერო-საგანმანათლებლო კერა“[2]. აღნიშნულ პერიოდში ასევე გამოვიდა უფრო დეტალური აღწერა საზოგადოების 1860-1910 წლების მოღვაწეობისა[3].
1917 წელს საზოგადოებამ თავისი ფუნქციონირება შეწყვიტა.
საზოგადოების ანგარიშები
რედაქტირება1865-1915 წლებში (შესაბამისად 1862-1863 — 1912-1913 წლებისათვის) გამოდიოდა კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდმგენი საზოგადოების ანგარიშები[4].
# | სათაური | წელი |
---|---|---|
1 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1862-1863 гг. | 1865 |
2 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1864 г. | 1865 |
3 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1865 г. | 1866 |
4 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1866 г. | 1867 |
5 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1867 г. | 1868 |
6 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1868 г. | 1869 |
7 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1869 г. | 1870 |
8 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1870 г. | 1871 |
9 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1871 г. | 1872 |
10 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1872 г. | 1873 |
11 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1873 г. | 1875 |
12 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1874 | 1876 |
13 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1875 | 1878 |
14 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1876 | 1880 |
15 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1877 | 1882 |
16 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1878 | 1883 |
17 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1879 | 1883 |
18 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1880 | 1884 |
19 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1881 | |
20 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1882 | |
21 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1883 | |
22 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1884 | |
23 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1885 | 1886 |
24 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1886 | 1887 |
25 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1887 | 1888 |
26 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1888 | 1889 |
27 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1889 | 1890 |
28 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1890 | 1891 |
29 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1891 | 1892 |
30 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1892 | 1894 |
31 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1893 | 1895 |
32 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1894-1895 гг. | 1897 |
33 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1896 | 1899 |
34 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1897 | 1900 |
35 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1898-1901 гг. | 1903 |
36 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1902-1905 гг. | 1908 |
37 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1906-1907 гг. | 1909 |
38 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1908-1909 гг. | 1910 |
39 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1910-1911 гг. | 1913 |
40 | Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе за 1912-1913 гг. | 1915 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- М. В. Клычникова, Е. А. Савенко, „День утверждения устава Общества восстановления православного христианства на Кавказе“, «Ставропольский хронограф на 2010 год.» – Ставрополь, 2010. – С. 118–124.
- «… СО ВРЕМЕНЕМ ХРИСТИАНСТВО ОБНИМЕТ СОБОЮ ВСЕ ГОРЫ…», Журнал "Ахульго". 2010. № 11
- Устав Общества возстановления православнаго христианства на Кавказе
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 471-473
შენიშვნები
რედაქტირება- ↑ სინოდი – უმაღლეს სასულიერო პირთა კრება – რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობის უმაღლესი ორგანო იყო, რომელიც რუსეთში შეიქმნა 1721 წელს გაუქმებული საპატრიარქოს ნაცვლად
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. I, указ 35897, ст. 730
- ↑ «Обшество возстаневления православнаго христианство на кавказе, Альбом церьквей и школ обшества и народностей кавказа»
- ↑ «Обзор деятельности Общества восстановления православного христианства на Кавказе за 1860-1910 гг.» Издание Совета Общества. Тифлис: Тип. Канц. Наместн. Е.И.В. на Кавказе, 1910
- ↑ Отчет общества восстановления православного христианства на Кавказе