ალექსანდრე ბარიატინსკი

ალექსანდრე ბარიატინსკი (დ. 1815 — გ. 25 თებერვალი, 1879, ჟენევა) — თავადი, რუსი ფელდმარშალი (1859), გენერალ-ადიუტანტი.

ალექსანდრე ბარიატინსკი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1835 წლიდან იყო კავკასიის ომების აქტიური მონაწილე. 1836-1845 წლენში ირიცხებოდა რუსეთის ტახტის მემკვიდრის ამალაში. შემდეგ კვლავ მსახურობდა კავკასიაში, მონაწილეობდა მთიელებთან ბრძოლაში; 1848 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. ყირიმის ომის დროს იყო კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი (1853-1854). 1856 წლის 22 ივლისიდან 1863 წლამდე იყო კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი. ხელმძღვანელობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ჩახშობას. შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვით მთიელთა დასახლებების დროდადრო დალაშქვრის ნაცვლად თანდათანობით უნდა დაეპყროთ მათი მიწა-წყალი და მტკიცედ დამკვიდრებულიყვნენ ამ ტერიტორიაზე. სტრატეგიული რკალის საბოლოო შეკვრით გატეხა შამილის წინააღმდეგობა და აულ ღუნიბში 1859 წლის 25 აგვისტოს დაატყვევა. 1857 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოში საგლეხო რეფორმის მოსამზადებელ სამუშაოებს. 1862 წელს, სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, დაინიშნა სახელმწიფო საბჭოს წევრად. გამოდიოდა დ. მილიუტინის სამხედრო რეფორმის წინააღმდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
ნიკოლოზ მურავიოვი
საქართველოს მმართველი
კავკასიის მეფისნაცვალი

1856-1863
შემდეგი:
მიხეილ რომანოვი