მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).
მიტროპოლიტი ვარლამი

მიტროპოლიტი ვარლამი (ანუ ვარლაამი, დავითის ძე ერისთავი; დ. 8 აგვისტო, 1763, ქსნის საერისთავო — გ. 30 დეკემბერი [ძვ. სტ. 18 დეკემბერი], 1830, მოსკოვი) —საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1811–1814 წლებში, ქსნის ერისთავის დავითის ძე.

სექციების სია

ბიოგრაფიარედაქტირება

დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში.

  • 1784 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლის დროს მას მფარველობდა მაშინდელი საქართველოს პატრიარქი ანტონ I ბაგრატიონი, რომლის ძალისხმევითაც მან შეისწავლა სასულიერო და საერო ლიტერატურა. ის ასევე სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე მეორის კარზეც. ანტონ I-ის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილი იყო მისი პატრიარქის ხარისხში აყვანა, თუმცა მეფის მემკვიდრე გიორგი XII-ის შუამდგომლობით პატრიარქად ერაკლი მეორის ვაჟი ანტონ მეორე დანიშნეს.
  • ეგზარქოსობამდე განაგებდა ახტალის ეპარქიას.
  • 1794 წელს გაემგზავრა რუსეთში და დაემკვიდრა სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის მონასტერში.
  • 1801 წლიდან იყო სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტის ამბროსის (პოდობაევი) მრჩეველი.
  • 1801-08 იყო რუსეთის სინოდის წევრი, რომლის დროსაც ააღორძინა არჩილ მეფის მიერ მოსკოვში დაარსებული ტიპოგრაფია. გამოუშვა ოცამდე წიგნი.
  • 1811 წელს ანტონ II-ის რუსეთში გაწვევის გამო დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის მმართველად. იმავე წლის 30 ივნისს კავკასიაში რუსეთის ხელისუფალთა დავალებით ვარლამმა შეადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რომელიც სასულიერო დიკასტერიის დაარსებას, საქართველოს საეგზარქოსოს შექმნას და რუსეთის სინოდისადმი მის დაქვემდებარებას ითვალისწინებდა[1].
  • 1811 წლის 8 ივლისს პროექტი მცირე ცვლილებით დაამტკიცა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა. ვარლამი დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსიად მიტროპოლიტის ხარისხში. მისი ეგზარქოსობის დროს აშენდა ქაშვეთის ეკლესიის კარიბჭე, ჯვრის ამაღლების ეკლესია და სიონის ახალი სამრეკლო.
  • 1814 საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის დაარსებასთან დაკავშირებით და დასავლეთ საქართველოს ეკლესიის (აფხაზეთის საკათალიკოსო) საეგზარქოსოსთან მიერთების გამო, ეწოდა საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი. მაგრამ ახალი საეკლესიო კანონების გატარების დროს ვარლამმა ვერ შეძლო დასავლეთ საქართველოს მაღალი სამღვდელო წრეების წინააღმდეგობათა დაძლევა. სინოდმა იგი შეცვალა და იქ თეოფილაქტე (რუსანოვი) დაინიშნა.
  • 1817 წლის 14 მაისს ვარლამი პეტერბურგს, სინოდში გაიწვიეს[2], სადაც 1825-მდე დარჩა.
  • 1825–1830 განაგებდა მოსკოვის დანიელის მონასტერს. ვარლამი ცნობილი იყო მჭევრმეტყველებით. მისი ქადაგებანი ქვეყნდებოდა ქართულ და რუსულ ენაზე. რუსულად გამოაქვეყნა ქართული ენის მოკლე გრამატიკა, 1805 მოსკოვში გამართა ქართული სტამბა და დაბეჭდა "სადღესასწაულო", 1825 — „განმარტება სახარებისა“. წერდა ლექსებსაც, რომლებიც დაცულია ხელნაწერების სახით (S-1512, 3723, 1164).
  • 1830 წლის დეკემბერს გარდაიცვალა და დასაფლავეს დანიელის მონასტერში.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • Ист.: Акты, собр. Кавказской археографической комиссией. Тифлис, 1870. Т. 4: 1890-1811.
  • Лит.: Кирион (Садзагелов), еп. Краткий очерк истории Грузинской Церкви и Экзархата за XIX ст. Тифлис, 1901;
  • ლეკიშვილი ს. ჟართული სტამბის მოღვაწენი / მწიგნობარი. �81. თბილისი, 1982.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. რუსეთის იმპერიის კანონების კრებული — ბრძანება 24.696
  2. რუსეთის იმპერიის კანონების კრებული — ბრძანება 26.858
წინამორბედი:
საქართველოს
საპატრიარქო
საქართველოს ეგზარქოსი
1811 - 1821
შემდეგი:
თეოფილაქტე